მიიღე ორი გასაღები ერთის ნაცვლად – იდეა დეველოპმენტის საავტორო შეთავაზება, ახლა უკვე ბინის გასაღებით

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

შეიძინე პენტჰაუსი და მიიღე ბინა საჩუქრად - 1 წლის წინ იდეა დეველოპმენტმა ქართულ უძრავი ქონების ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტი დაამკვიდრა — ბინის შეძენისას მყიდველს ავტომობილი საჩუქრად გადაეცემოდა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ წინასწარ მხოლოდ 30%-ს დაფარავდა. ეს მყიდველს აძლევდა უპირატესობას — მინიმალური ინვესტიციით მაქსიმალური სარგებელი მიეღო. დღეს კი იდეა დეველოპმენტმა მომხმარებლისთვის კიდევ უფრო შთამბეჭდავი შეთავაზება მოამზადა და 1 წლის წინ დაწყებული კამპანია - ორი გასაღების იდეა ახლა უკვე ბინაში აისახება.

შეიძინე პენტჰაუსი მულტიფუნქციურ კომპლექს"იდეა პანორამა 1"-ში, რომელიც სულ რაღაც 4 თვეში სრულდება და მიიღე მეორე ბინა საჩუქრად, ამავე პროექტის შემადგენელ— "იდეა პანორამა 2"-ში, რომელიც საწყის ეტაპზეა და იდეალურია საინვესტიციოდ.

იდეა პანორამა მდებარეობს ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი უნივერსიტეტის ქუჩის მიმდებარედ, დანელიას ქუჩაზე — ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვად და მზარდ უბანში. განვითარებადი ინფრასტრუქტურა, ბუნება და დედაქალაქის ცენტრთან სიახლოვე პროექტს მიმზიდველს ხდის როგორც საცხოვრებლად, ისე ასევე გონივრული საინვესტიციო ნაბიჯის გადასადგმელად.

შესაბამისად, ის ვინც შეთავაზებით ისარგებლებს ერთის ნაცვლად, ორ ბინას მიიღებს, თბილისის ერთ-ერთ მზარდ და პრესტიჟულ უბანში.

შეთავაზება შემუშავებულია იდეა დეველოპმენტის ახალი სტრატეგიული მიმართულების — Idea Invest-ის ფარგლებში, რომელიც მომხმარებელს არაერთ უნიკალურ, საავტორო პროდუქტს სთავაზობს, შექმნილს როგორც საცხოვრებელი, ისე საინვესტიციო საჭიროებებისთვის.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ამჯერად Idea Invest-ის ყველა აქტიური შეთავაზების გაცნობა შესაძლებელია იდეა დეველოპმენტის ოფიციალური სოციალური არხების საშუალებით, სადაც დაგეგმილია არაერთი სიახლის გაცნობა.

სწორედ ამიტომ, თვალი ადევნეთ იდეა დეველოპმენტის სოციალურ არხებს, ვებ-გვერდს და ისარგებლეთ თქვენ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებებით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კომპანიას +995 599 511 911

www.ideadevelopment.ge

ინდუსტრიული ტრენდები

EdVizio — საერთაშორისო განათლების მრჩეველი საკონსულტაციო კომპანია

პროფესიონალური და სანდო მხარდაჭერა საზღვარგარეთ სწავლის მსურველებისთვის