ქალაქში ცხოვრების ახალი მნიშვნელობა - პრემიუმ ვილები ქვეყნის ყველაზე პრესტიჟულ საცხოვრებელ კომპლექსში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თუ ოდესმე მაინც გიფიქრიათ თქვენს პირად, პრემიუმ ვილაში, ქალაქის ცენტრთან ძალიან ახლოს ცხოვრებაზე, თუმცა სახლის აშენების პროცესი დამღლელ და შრომატევად საქმედ გეჩვენებათ, მაშინ ეს სტატია აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. საქართველოს საუკეთესო და ყველაზე მასშტაბურ საცხოვრებელ კომპლექსს სულ მალე აშენებული ვილები დაემატება, სადაც მხოლოდ ისღა დაგრჩენიათ თქვენი გემოვნებით და დიზაინით მოაწყოთ სახლი და აღმოაჩინოთ ქალაქში ცხოვრების სრულიად ახალი მნიშვნელობა.
კომპლექსს 4 ახალი ვილა დაემატება, რომელთა კვადრატულობაც 1102 მ²-დან იწყება. თითოეულ მათგანს საკუთარი აუზი და დიდი ზომის ეზო ექნება, რომელსაც სრულიად უფასოდ გაამწვანებს საქართველოში გამწვანების ყველაზე გამოცდილი და პროფესიონალი გუნდი. თითოეულ ვილამდე მიყვანილია გზა, ყველა სახის კომუნიკაცია და მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა, რომლის გამართულად მუშაობაზეც კომპლექსში სპეციალური კეთილმოწყობის გუნდი ზრუნავს. ვილები მაცხოვრებლებს ჩაბარდებათ სრულად გარემონტებული 2026 წლის ზაფხულში და აშენდება მხოლოდ პრემიუმ ევროპული ბრენდების მასალითა და ხარისხის სტანდარტების 100%-იანი დაცვით.
თითოეული ვილიდან იშლება პანორამული ხედი ქალაქზე, გამორჩეულ, გამწვანებულ ბუნებასა და გოლფის ერთადერთ პროფესიონალურ მოედნებზე.
"თბილისი ჰილსი" საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ყველაზე მასშტაბური, ინოვაციური და უნიკალური პროექტია, თავისუფლების მოედნიდან მხოლოდ 20 წუთის გზაზე. 331 ჰექტარზე მოწყობილი მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი აერთიანებს მიწის ნაკვეთებს, თანამედროვე აპარტამენტებსა და პრესტიჟულ კერძო ვილებს. FIABCI-ის გამარჯვებული ყველაზე მწვანე მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ევროპული სტანდარტებით არის შექმნილი და განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც უმაღლესი ხარისხი, პრემიუმ კლასის გარემო და ცხოვრების ჯანსაღი წესი ყველაზე მნიშვნელოვანია.
კომპლექსის სრული ტერიტორიის 90% გამწვანებას, ხოლო დანარჩენი 10% განაშენიანებას ეთმობა. გამწვანების დიდ ნაწილს საქართველოში ერთადერთი პროფესიონალური გოლფის მოედნები იკავებს, რომელიც კომპლექში 60 ჰექტარზეა გადაჭიმული. "თბილისი ჰილსის" გოლფის მოედანი ევროპის საუკეთესო მოედნების ასეულშია და ტერიტორიის დასახლებული ნაწილიდან სულ რამდენიმე წუთის გზაზეა, რაც განაპირობებს მაცხოვრებლების აქტიურ ჩართულობას გოლფის ტურნირებსა და გაკვეთილებში.
ტერიტორიაზე წარმოდგენილი სხვადასხვა ობიექტის დამსახურებით, "თბილისი ჰილსის" ყოველდღიური ცხოვრება დატვირთულია მრავალფეროვანი ღონისძიებითა და ერთმანეთისგან განსხვავებული აქტივობით. რესტორანი ONO at Hills მაცხოვრებლებისთვის ყოველთვიურად საინტერესო საღამოებს მართავს, ხოლო ვუდსპარკი განკუთვნილია განტვირთვისა და სეირნობისთვის.
ტერიტორიას სულ მალე დაემატება საქართველოში ყველაზე დიდი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი, რომელიც გააერთიანებს
ისეთ ობიექტებს, როგორიცაა: ღია და დახურული აუზები, პიკელბოლისა და ჩოგბურთის მოედნები, სპა, საუნა, სპორტდარბაზი, რესტორანი და სხვა. სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსთან ერთად იგეგმება ქლაბჰაუსის მშენებლობაც, რომელიც შექმნის საქართველოში პირველ ჰაბს როგორც დამწყები, ასევე პროფესიონალი გოლფერებისათვის. კომპლექსს ასევე მალე დაემატება პირველი სკოლა, კომერციული შენობა და 2 ჰექტარზე მოწყობილი ცენტრალური პარკი.
ასე რომ, თუკი ფიქრობ ისეთი პრემიუმ ვილის შეძენას, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდი და გსურს აღმოაჩინო ქალაქში ცხოვრების ახალი მნიშვნელობა, სადაც დრო გაცილებით ნელა გადის, ხოლო ყოველი წამი სასიამოვნო სიმშვიდით არის სავსე, მაშინ "თბილისი ჰილსი" სწორედ თქვენთვის არის. ეს არის პროექტი მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეკოლოგიურად ჯანსაღ და ენერგოეფექტურ გარემოში ცხოვრება, დიდ როლს ანიჭებს უსაფრთხოებასა და პირადი სივრცის განცდას, დაინტერესებულია აქტიური ცხოვრების წესით და სურს მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს ყოველდღიური ცხოვრებისგან.