EdVizio — საერთაშორისო განათლების მრჩეველი საკონსულტაციო კომპანია პროფესიონალური და სანდო მხარდაჭერა საზღვარგარეთ სწავლის მსურველებისთვის
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საზღვარგარეთ საერთაშორისო განათლების მიღება სულ უფრო პოპულარული ხდება საქართველოში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაინტერესებული პირების მზარდ რიცხვს ესაჭიროება კვალიფიციური მხარდაჭერა, როგორც სასურველი უნივერსიტეტის, პროგრამის და ქვეყნის შერჩევაში, ასევე სააპლიკაციო პროცესის, სტიპენდიებისა და დაფინანსების მოპოვების და სავიზიო/საემიგრაციო საკითხების ორგანიზებაში.
სწორედ ზემოთ აღნიშნული საკითხების მართვაში ეხმარება საერთაშორისო განათლების საკონსულტაციო კომპანია EdVizio მსურველებს, რომლის სახელწოდებაც "ორი ინგლისურენოვანი სიტყვის – Education (განათლება) და Vision (ხედვა/განჭვრეტა) კომბინაციას წარმოადგენს, რაც ხაზს უსვამს და გამოხატავს კომპანიის მისიასა და მიზნებს.
EdVizio შეიქმნა როგორც მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის, ასევე ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვინც ეძებს საერთაშორისო სასწავლო პროგრამებს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე. კომპანია ეხმარება როგორც სტუდენტებს, ასევე, სხვა დაინტერესებულ პირებს, მიიღონ მონაწილეობა საგანმანათლებლო კურსებსა და სასწავლო ვიზიტებში ევროპის, ამერიკისა და აზიის წამყვან ქვეყნებში.
EdVizio-ს საქმიანობასა და სამომავლო გეგმების შესახებ კომპანიის დამფუძნებელს, ამირან მაკარაძეს ვესაუბრეთ. ამირანს განათლება ევროპასა და ამერიკაში აქვს მიღებული და ასევე, მონაწილეობდა არაერთ სასწავლო ვიზიტში, რაც გახდა კიდეც მისი მთავარი მოტივაცია, შეექმნა საერთაშორისო განათლების მრჩეველი საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ახალგაზრდებს ეხმარება წარმატებით გააგრძელონ სწავლა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. მისი გამოცდილება და პორტფოლიო აერთიანებს ათეულობით წარმატებულ აპლიკანტს, რომლებიც ჩაირიცხნენ მათთვის სასურველ უცხოურ უნივერსიტეტებში სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით.
ვისთვის შეიქმნა EdVizio და მისი საკონსულტაციო სერვისები?
საკონსულტაციო მომსახურებას ძირითადად ვთავაზობთ სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს, რომელთაც სურთ ჩააბარონ და ისწავლონ საზღვარგარეთის წამყვან კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში და მიიღონ უნიკალური საგანმანათლებლო და ცხოვრებისეული გამოცდილება სხვადასხვა სასწავლო პროექტებში, პროგრამებში, საზაფხულო სკოლებსა და ბანაკებში მონაწილეობით.
ჩვენ ვეხმარებით ასევე, ახალგაზრდა პროფესიონალებს, რომლებიც ორიენტირებულები არიან კარიერულ ზრდასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე და მიზნად ისახავენ, მონაწილეობა მიიღონ მოკლევადიან კურსებში ან გაიარონ ტრენინგები საზღვარგარეთ.
EdVizio სანდო პარტნიორია ასევე იმ მშობლებისთვის, რომლებიც თავიანთი შვილებისთვის ეძებენ უსაფრთხო, ხარისხიან და პერსონალურად შერჩეულ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებს.
ჩვენ ვემსახურებით მათ, ვისაც სჭირდება არა მხოლოდ ინფორმაცია საერთაშორისო განათლების შესახებ, არამედ სურთ მიიღონ სტრატეგიული მხარდაჭერა, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების მოძიებისა და მასში მონაწილეობის მიღების მიზნით, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე ოჯახის წევრის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარი შვილისთვის.
გვიამბეთ EdVizio-ს სერვისებზე და იმაზე, თუ რა ფაქტორებმა განაპირობა მათი საჭიროება საქართველოში?
საერთაშორისო განათლების მიღების მსურველ ადამიანებს EdVizio სთავაზობს სრულყოფილ და პერსონალიზებულ მხარდაჭერას საუკეთესო უნივერსიტეტის, სასწავლო პროგრამის თუ ქვეყნის შერჩევაში, დაინტერესებული პირის მიზნების, ინტერესების, აკადემიური პროფილისა და ფინანსური საჭიროებების შესაბამისად.
კომპანია მსურველებს ეხმარება როგორც სასწავლო აპლიკაციისა და განცხადების მომზადებაში, ასევე, დაფინანსების წყაროებისა და სტიპენდიების მოძიებაში, რადგან პროფესიონალურად მომზადებული აპლიკაცია და სრულყოფილად შეგროვებული დოკუმენტაცია ყველაზე მეტად ზრდის შესაძლებლობას, რომ კანდიდატი ჩაირიცხოს საოცნებო უნივერსიტეტში საუკეთესო პირობებით.
საჭიროების შემთხვაში, მსურველ პირებს ვთავაზობთ საკონსულტაციო მომსხურებას სავიზო და საემიგრაციო საკითების მართვის მიმართულებით, რაც გულისხმობს იმას, რომ სტუდენტებსა და იმ ადამიანებს, რომლებიც საზღვარგარეთ გამგზავრებას გეგმავენ, თავიდან ავარიდოთ ბიუროკრატიული ბარიერები და ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები სასწავლო ან სხვა გრძელვადიანი სავიზო განაცხადის მომზადების პროცესში.
შესაბამისად, EdVizio საზღვარგარეთ სწავლის მსურველებს სთავაზობს სრულ საკონსულტაციო მხარდაჭერას ე.წ. End-to-End პრინციპით, რაც გულისხმობს საზღვარგარეთ სასურველ უნივერსიტეტში და პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აუცილებელი ყველა ნაბიჯის წარმატებით გავლისთვის საჭირო სრული სამუშაო პროცესის ზედამხედველობასა და საკონსულტაციო მხარდაჭერას.
როგორ განსხვავდება და რა გამოარჩევს EdVizio-ს საკონსულატაციო მომსახურების სტანდარტს მსგავსი ტიპის სხვა კომპანიებისგან?
ჩვენ გვაქვს პერსონალიზებული მიდგომა თითოეულ აპლიკაციაზე მუშაობისას. არ გვაქვს შაბლონური გადაწყვეტები და ჩვენი შეთავაზებები მორგებულია აპლიკანტების ინდივიდუალურ საჭიროებებსა და გამოცდილებაზე.
ბევრი სხვა კომპანია მუშაობს მზა სქემებით და ყველა აპლიკანტთან ერთნაირი მიდგომით, რაც ხშირად არ ითვალისწინებს და არ ერგება კანდიდატის სურვილებს, მისწრაფებებსა და სამომავლო გეგმებს. EdVizio-ში მუშაობას ვიწყებთ თითოეული სტუდენტის განსაკუთრებული ამბის გაზიარებით, მისი გამოცდილების, მისწრაფებებისა და ოცნებების მოსმენით, იმ მიზნით, რომ სწორედ ამ კონკრეტული აპლიკანტის უნიკალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით შევქმნათ შედეგზე ორიენტირებული საერთაშორისო საგანმანათლებლო სტრატეგია.
EdVizio პარტნიორებსა და აპლიკანტებს სთავაზობს ინტეგრირებული საგანმანათლებლო სერვისების სრულ ციკლს, რომელიც მოიცავს ყველა ეტაპს, მათ შორის უნივერსიტეტის ან მოკლევადიანი სასწავლო კურსის შერჩევას, აპლიკაციის მომზადებას, სტიპენდიისა და ფინანსური მხარდაჭერის მოძიებას სავიზო, საცხოვრებელი და გამგზავრებასთან დაკავშირებული ლოჯისტიკური მხარდაჭერის ჩათვლით. ამას ემატება სპეციალური მომზადება და მენტორინგი, სასწავლებლად წასვლის შემდეგ კულტურული ადაპტაციისა და სოციალიზაციის მარტივად გასავლელად.
ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინე, გვჯერა, რომ ამ პროცესში უმთავრესი ადამიანური კომუნიკაცია და მხარდაჭერაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ, უპირველეს, აქცენტს ვაკეთებთ აპლიკანტის ინტერესებზე, უნარებსა და აკადემიურ თუ პიროვნულ პროფილზე, კანდიდატს ვეხმარებით გამოკვეთოს და წარმოაჩინოს თავისი ძლიერი მხარეები, ვამზადებთ მათ ე.წ. სატესტო ან სასტიპენდიო გასაუბრებებისთვის (Mock interview) საუკეთესო შედეგის მისაღწევად.
EdVizio არ არის მხოლოდ სტანდარტული სერვისის მიმწოდებელი, ჩვენ ვართ ცოდნისა და საერთაშორისო განათლების შესახებ შესაძლებლობების გამზიარებლები, რაც, როგორც წესი, არის გრძელვადიანი ხედვის ნაწილი იმის შესახებ, თუ როგორ დაუკავშირდეს საზღვარგარეთ მიღებული განათლება კანდიდატის საერთაშორისო თუ ადგილობრივ კარიერულ მიზნებს საგანმანათლებლო პროცესის ან კვალიფიკაციის ამაღლების შემდგომ.
ვინ არის გუნდი, რომელიც ქმნის EdVizio-ს?
EdVizio-სთვის, როგორც საგანმანათლებლო სერვისების მიმწოდებელი საკონსულტაციო კომპანიისთვის, ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებას სწორედ მისი გამოცდილი და განათლებაზე შეყვარებული გუნდი წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს, საერთაშორისო განათლება და შესაძლებლობები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს.
ნინი მარეხაშვილი - პარტნიორი და საგანმანათლებლო მრჩეველი
კომპანიის საგანმანათლებლო მრჩევლები სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებმაც ზუსტად იგივე გზა გაიარეს, რაში დახმარებასაც ახლა სხვას სთავაზობენ – ჩაირიცხნენ და მოიპოვეს დაფინანსება წამყვან საერთაშორისო უნივერსიტეტებში, რის შემდეგაც შეძლეს და საქმიანობა გააგრძელეს ძალიან წარმატებულ ქართულ და საერთაშორისო კომპანიებში. ჩვენი გუნდის წევრები არიან სტუდენტებისა და აპლიკანტების მეგობრები და პროფესიონალები, რომელთა კომუნიკაცია და საქმისადმი დამოკიდებულება ეფუძნება კეთილსინდისიერებას, ნდობასა და საერთო მიზნების მიღწევის მიმართულებით ერთობლივ მოძრაობას.
სწორედ ამიტომ, EdVizio-ს გუნდი მზად არის იყოს თქვენი ერთგული მეგზური და პარტნიორი საერთაშორისო საგანმანათლებლო შესაძლებლობების აღმოჩენის გზაზე.
როგორ ხედავთ EdVizio-ს სამომავლო განვითარებას და რა სიახლეების შეთავაზებას გეგმავთ?
კომპანია მომავალს უყურებს, როგორც განვითარების უწყვეტ პროცესს, რომელიც აერთიანებს ტექნოლოგიას და ადამიანურ კავშირს საერთაშორისო განათლების ხელმისაწვდომობასთან. კომპანიის მისია და მიზანი არ არის მხოლოდ საკონსულტაციო საქმიანობა, EdVizio არის პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს ადამიანებს, აღმოაჩინონ საკუთარი სუპერძალები, მიიღონ საუკეთესო უცხოური განათლება და ისარგებლონ საერთაშორისო კარიერული შესაძლებლობებით.
ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ EdVizio-ს სერვისების გაციფრულებაზე იმ მიზნით, რომ შეიქმნას ერთიანი ინტელექტუალური ციფრული პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს მისცემს შესაძლებლობას, დამოუკიდებლად შეარჩიონ სასწავლო პროგრამები, მოიძიონ და ნახონ სტიპენდიების ბაზა, გაიარონ მინი-კურსები და ტესტები საერთაშორისო განათლების მიღების და წარმატებული კარიერული ორიენტაციისთვის.
ასევე, ვმუშაობთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ქსელის კიდევ უფრო გაფართოებაზე, სკოლის მოსწალეებისა და სტუდენტებისთვის ახალი მენტორინგ პლატფორმის შექმნაზე, სადაც მონაწილეები შეძლებენ რეგულარულად მიიღონ რჩევები და გამოცდილება საზღვარგარეთ განათლებისა და კარიერული შესაძლებლობების შესახებ სხვადასხვა ინდუსტრიის ლიდერებისგან როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
ვებგვერდი: www.edvizio.ge
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/profile.php?id=61577338335551
ელ. ფოსტა: info@edvizio.ge
ტელ: 577 588 552