LiveCaller - ვებ ჩატის პლატფორმა, რომელმაც შეცვალა ბიზნეს კომუნიკაციის წესები

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე ციფრულ ეპოქაში მომხმარებელთა მომსახურების სერვისი ბიზნესის წარმატების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახდა. სწორედ ამ სფეროში შექმნილმა ქართულმა ინოვაციამ - LiveCaller-მა - მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

LiveCaller-ის შექმნა და ადრეული განვითარება

LiveCaller არის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია, რომლის მომხმარებელთა ბაზა მოიცავს მცირე, საშუალო, ერთი ადამიანის მიერ მართვად და მულტინაცონალურ კომპანიებს.

თავდაპირველად, LiveCaller-ი შეიქმნა როგორც მომხმარებელთა კომუნიკაციის cloud-based სისტემა, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს დაუკავშირდეს ვებ ვიზიტორებს web-call-ის საშუალებით.

პლატფორმის ევოლუცია და ახალი ფუნქციები

წლების განმავლობაში LiveCaller-მა მნიშვნელოვანი განვითარების გზა გაიარა. თავდაპირველ ვებ ჩატის პლატფორმას დაემატა მრავალი ახალი ფუნქცია:

კლასიკური პროდუქტები:

  • სწრაფი და მარტივი გზა დაურეკოთ მომხმარებლებს ერთი ღილაკის დაჭერით
  • მრავალარხიანი ინტეგრაცია ყველა კომუნიკაციის არხის გამოყენებით
  • ონლაინ ჩატი მარტივი და სწრაფი კავშირისთვის

ახალი ინოვაციური პროდუქტები:

  • AI ასისტენტი როგორც ციფრული თანაშემწე
  • ბიზნეს სატელეფონო სისტემა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით
  • ცოდნის ბაზა 24/7 რეჟიმში მუშაობისთვის

ვინ სარგებლობს LiveCaller-ის სერვისით?

LiveCaller-ის პლატფორმა წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა ინდუსტრიაში:

ონლაინ მაღაზიები იყენებენ LiveCaller-ის ონლაინ ჩატს პროდუქტის არჩევაში დასახმარებლად.

ბანკები იყენებენ უსაფრთხო ონლაინ კონსულტაციების უზრუნველსაყოფად კო-ბრაუზინგის ფუნქციით.

სასტუმროები და ტურისტული კომპანიები ამარტივებენ დაჯავშნის პროცესს რეალურ დროში პასუხების გაცემით.

ინოვაციური პროდუქტები

LiveCaller-ის ბიზნეს სატელეფონო სისტემა აერთიანებს ტრადიციული IP PBX-ის ყველა ძირითად ფუნქციას ხელოვნური ინტელექტის განუზომელ შესაძლებლობებთან. ეს ციფრული ასისტენტი არა მხოლოდ საუბრობს მომხმარებლებთან, არამედ ანალიზს უწევს მათ მოთხოვნებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს.

ცოდნის ბაზა კი, არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული თანამედროვე სელფ-სერვის პლატფორმა, სადაც ყველა დოკუმენტი, სახელმძღვანელო და სტატია ორგანიზებულია ისე, რომ მომხმარებელმა მყისიერად იპოვოს სასურველი ინფორმაცია. ეს ციფრული ბიბლიოთეკა 24/7 რეჟიმში მუშაობს და ვითარდება.

მომავლის ხედვა

LiveCaller-ის გუნდს აქვს უდიდესი გამოცდილება მომხარებელთა მომსახურების სფეროში, გაყიდვებსა და ტექნიკურ მხარდაჭერაში, მსოფლიოს ყველა კუთხიდნ. ეს გლობალური გამოცდილება ჩანს პროდუქტის ხარისხსა და ინოვაციურ მიდგომაში.

რატომ არის LiveCaller წარმატებული?

LiveCaller-ის წარმატების მიზეზი რამდენიმეა:

  • მრავალფუნქციურობა
  • მოქნილი საფასო პოლიტიკა
  • ხელოვნური ინტელექტის გამოყენება
  • 24/7 ხელმისაწვდომობა

ციფრული კომუნიკაციის მომავალი LiveCaller-თან ერთად

LiveCaller-მა წარმატებით ჩამოაყალიბა მომხმარებელთა მომსახურების სერვისის ახალი სტანდარტი საქართველოში. ვებ ჩატის პლატფორმიდან მულტიფუნქციური ციფრული ასისტენტით აღჭურვილ ბიზნეს სატელეფონო სისტემამდე - LiveCaller აგრძელებს განვითარებას, მზადაა მომავლის გამოწვევებისა და კონკურენტული უპირატესობის შენარჩუნებისთვის ციფრული კომუნიკაციის სფეროში.