Kedaro Group, Gate Capital, Kedaro News – გზა მედიიდან ინვესტიციამდე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ინვესტიციებისა და უძრავი ქონების სფეროს წამყვანი ექსპერტი, საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია Gate Capital-ის, უძრავი ქონების კომპანია Kedaro Group-ის თანადამფუძნებელი და საერთაშორისო ბიზნეს-მედია პლატფორმა Kedaro News-ის დამფუძნებელი ეკატერინე ჭიღლაძე არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სირთულეებმა შექმნას ლიდერი, რომელიც დღეს, საქართველოში, ინვესტიციებისა და უძრავი ქონების სფეროში ახალ სტანდარტებს აყალიბებს.

მისი მიზანი მხოლოდ ბიზნესის განვითარება არ არის – ის ქმნის სანდო პლატფორმებს ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ კაპიტალის დაგროვება და გრძელვადიანი ღირებულების შექმნა.

სწორედ ამ ხედვის შედეგია Kedaro Group, Kedaro News და Gate Capital – სამი მიმართულება, რომელიც აერთიანებს სანდოობას, სტრატეგიას და უსაფრთხოებას.

ეკატერინე, ბევრმა ალბათ არ იცის თქვენი ისტორია, რომელიც შესაძლოა მოტივაციის წყაროდ იქცეს. როგორ დაიწყო თქვენი გზა?

მამა რომ გარდაიცვალა 5 წლის ვიყავი, დედამ წლების მანძილზე მარტომ გაგვზარდა ქირიდან-ქირაში. ჩვენი პირველი ბინა იყო ნახევარსარდაფი ჩახრუხაძის ქუჩაზე. 2007 წელს ინვესტორი მოვიდა და მთლიანი ეზო აიღო. მახსოვს, დედას ვუთხარი: "ისეთი ბინა ვიყიდოთ, სადაც მზის სხივი შემოვა…"

დედამ, გაჭირვების მიუხედავად, ყველაფერი გააკეთა რომ მიმეღო განათლება. ბავშვობიდან ცნობისმოყვარე ვიყავი და ის ჩემს ყველა სურვილს ასრულებდა - მქონოდა არაერთი ჰობი, მევლო ცეკვაზე, ჭადრაკზე, კარატეზე, არქეოლოგიურზე და კიდევ ბევრ რამეზე…

ჩემი პირველი პროფესია იყო ჟურნალისტიკა, რომელსაც 6 წელი მივუძღვენი. შემდეგ კი დაიწყო ახალი ეტაპი - უძრავი ქონების ინდუსტრია.

სირთულეებმა, შეცდომებმა და მარცხებმა მასწავლა იმ შრომის და დისციპლინის ფასი, რომელმაც დღევანდელი "მე" შექმნა.

"კედარო ჯგუფი" თქვენი პირველი კომპანიაა?

ჩემი პირველი კომპანია იყო საინფორმაციო სააგენტო "თაიმერი" რომელიც კოლეგა-ჟურნალისტებთან ერთად დავაფუძნე, თუმცა იმის გამო რომ მედია-მენეჯმენტის გამოცდილება არ გვქონდა, მოგვიწია გაყიდვა. დიდხნიანი პაუზის შემდგომ, 5 წლის წინ, პარტნიორებთან ერთად დავაფუძნე "კედარო ჯგუფი". ჩვენი მიზანი იყო ისეთი სერვისის შექმნა, რომელიც მომხმარებლებს გაუმარტივებდა ცხოვრებას და ყველაზე შესაფერის ინვესტიციას განახორციელებინებდა. "კედარო ჯგუფი" დღეს უკვე ბევრისთვის გახდა არა უბრალოდ უძრავი ქონების ბრენდი, არამედ სანდო პარტნიორი.

შემდეგი პროექტი, რომელიც საერთაშორისო ჟანრს ატარებს, არის Kedaro News

სწორედ ასეა, Kedaro News არის ჟურნალისტური გამოცდილებისა და ბიზნეს-ხედვის ერთობლიობა. ეს არის საერთაშორისო ბიზნეს-მედია, რომელიც საქართველოსთვის საერთაშორისო ხიდია, ხოლო უცხოელი ინვესტორებისთვის სანდო, ანალიტიკური სივრცე. ჟურანლისტიკა ჩემთვის იყო საუკეთესო "ხმა" საზოგადოებისთვის. ახლა, ამას ვაკეთებ ბიზნეს-სექტორისთვის.

რას გვეტყვით Gate Capital-ზე? ის თქვენი ახალი გამოწვევაა

Gate Capital საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც ფორმირების პროცესშია და ჯერ საზოგადოებისთვის არ წარმიდგენია. ეს არის ჩემი და ჩემი პარტნიორის ხედვების ერთობლიობა - საქართველოში ინვესტიციები გახდეს უფრო სტაბილური, უსაფრთხო და საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული. ეს არის ხიდი გლობალურ ინვესტორებსა და ქართულ ბაზარს შორის. უდიდესი შრომა ჩავდე რომ მიმეღო პროფესიულო ცოდნა და გამოცდილება. ამ პროცესს ყოველდღიურად გავდივარ და ვცდილობ, ადამიანებისთვის უფრო მეტად სასარგებლო გავხდე.

როგორ უმკლავდებით ამხელა პასუხისმგებლობას?

მე გამიმართლა რომ მყავს ღირსეული პარტნიორები. რომ არა მათი მხარდაჭერა, ნდობა, ამდენს ვერ შევძლებდი. ჩვენ ყველა იმას ვაკეთებთ, რაც კარგად გამოგვდის და სისტემაც შესაბამისად მუშაობს. მიუხედავად იმისა რომ

ჯერ მხოლოდ 5 წელია, რაც ამ ინდუსტრიაში საკუთარი კომპანიით შემოვედით, ჩვენ უკვე გადავლახეთ ახალბედა ბიზნესის რისკები და მყარად დავდექით ფეხზე. ახლა თამამად ვამბობთ - ჩვენ პროფესიონალები ვართ, ჩვენ შევძელით და გამოგვივიდა ! უკვე ვიცით, როგორ ვაშენოთ სტაბილური, გრძელვადიანი ურთიერთობები.

ბოლოს მინდა გკითხოთ, თავად როდის განახორციელეთ პირველი ინვესტიცია ?

პირველ რიგში გეტყვით, რომ საუკეთესო ინვესტიცია არის საკუთარ თავში ჩადებული რესურსი - ამას მე ყოველდღიურად ვაკეთებ. ბოლო წლებში არ მახსენდება დღე, როდესაც არ მიკითხავს საკუთარი თავისთვის - რა ვისწავლე ახალი. რაც შეეხება ფინანსურ ინვესტირებას, ეს პირველად შევძელი 2 წლის წინ, როდესაც ვიყიდე მიწის ნაკვეთი ბირთვისში, შემდგომ იყო ბინა მშენებარე პროექტში და ახლა უკვე პარტნიორთან ერთად ვახორციელებ სხვადასხვა ტიპის ტრანზაქციებს. გარდა ამისა, ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ვმართავ ორ ონლაინ პლატფორმას, რაშიც ასევე საკმაოდ დიდი რესურსი ჩავდეთ. არაფერი ყოფილა რთული, მთავარია ცნობიერების, ფულთან დამოკიდებულების შეცვლა და საკითხში გარკვევა, რა დროც არ უნდა დასჭირდეს ამას.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

EdVizio — საერთაშორისო განათლების მრჩეველი საკონსულტაციო კომპანია

პროფესიონალური და სანდო მხარდაჭერა საზღვარგარეთ სწავლის მსურველებისთვის