VELI.store-ზე თიბისი განაწილებით შოპინგისას, რაც უფრო ცხელა, მით უფრო იაფდება თქვენთვის სასურველი ნივთები
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
როცა ზაფხული დასასრულს უახლოვდება და ცხოვრების კიდევ ერთი ჯადოსნური ეტაპი მთავრდება, თითქოს იმ ნაცნობ ნოსტალგიას ვგრძნობთ, რომელიც ძალიან კარგი მოგზაურობის ბოლოს თითოეულ ჩვენგანს გვეუფლება ხოლმე. როდესაც გვინდა, რომ დარჩენილი წამებითაც ისეთი მოგონებები შევიქმნათ, რომლებიც მთელი წელი გაგვყვება და სწორ მომენტებში მოულოდნელად გაგვაბედნიერებს. ზაფხულის ბოლო დღეებიც სწორედ ასეთია - გამოუხატავი ემოციების, დაუმთავრებელი გეგმების, აუხდენელი სურვილების… თიბისი განაწილების გუნდს კი გვჯერა, რომ ახლა ის სწორი დრო და სწორი ადგილია, როდესაც რეალობად ქცეულმა სურვილებმა ჩვენი ზაფხულის ნოსტალგია მადლიერებით უნდა შეცვალოს. მადლიერებით იმ ცხელი დღეების, როდესაც ოცნებები ავიხდინეთ.
სწორედ ამიტომ ზაფხულის ბოლო ცხელ დღეებში, 29 და 30 აგვისტოს, VELI.store-ზე თიბისი განაწილებით შოპინგისას მიიღებ იმდენ პროცენტიან ქეშბექს, რამდენი გრადუსიც შეძენის მომენტში თბილისში იქნება. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვეულებრივ თუ ზაფხულში მაღალი ტემპერატურა ხშირად გვაწუხებს, განაწილებით სიცხეს უკვე ჩვენი სურვილების ასრულებისთვის გამოვიყენებთ. ტემპერატურის საზომი კი, იქვე, VELI.store-ის ვებგვერდზე გვექნება.
გვჯერა, ეს ის დღეებია, როცა ზაფხულის ბოლოს დაგროვილი სევდა მადლიერებით შეიცვლება, რადგან ცხელი დღეები კიდევ ერთხელ და ამ წელს უკანასკნელად, მოგვცემს საშუალებას, კალათა ჩვენი საყვარელი, დიდი ხნის ნანატრი პროდუქტებით ავავსოთ. ეს ის დღეებია, როცა სიცხე გვიხარია, როცა მომატებულ გრადუსებს სიხარულით ვხვდებით და ზაფხულს მადლიერებით ვაცილებთ. თან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ VELI.store-ზე ტემპერატურა ყოველ საათში ერთხელ განახლდება და რაც უფრო მაღალ გრადუსს დავინახავთ, მით უფრო გაიაფდება ჩვენი სურვილების კალათა.
ამიტომ, თიბისი განაწილებით შოპინგი ცხელ დღეებსაც ბედნიერად გვიქცევს და შექმნის საუკეთესო ამინდს ოცნებების ახდენისათვის. მთავარია, თვალი ადევნო განახლებულ გრადუსებს VELI.store-ის ვებგვერდის ტემპერატურის საზომზე, გადაიხადო მინიმუმ 100 ლარი თიბისი განაწილებით და თბილისში იმ მომენტში დაფიქსირებული ტემპერატურის მიხედვით, მაქსიმუმ 100 ლარი ერთგულ ყულაბაში 3 სექტემბრამდე დაგიბრუნდება.
29 და 30 აგვისტოს, ყველაზე ცხელი ამინდიც ჩვენს სასარგებლოდ მუშაობს. ეს ის მომენტებია, როცა შეგვიძლია დავიჯეროთ, რომ ზაფხულის ცხელ დღეებს ჩვენამდე ნამდვილად ყველაზე ჯადოსნური საჩუქრები მოაქვს. თუ უფრო მეტი დეტალი გაინტერესებთ, ეწვიეთ ბმულს.