ტექნოლოგია, რომელიც ცვლის გამოცდილებას - ლაბ ტექნოლოჯის რიგების მართვის სისტემა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Lab Technologies უკვე 20 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც წამყვანი IT ინტეგრატორი კომპანია. მსოფლიოს ლიდერ ტექნოლოგიურ ბრენდებთან თანამშრომლობით, ლაბი ადგილობრივ ბიზნესს სთავაზობს სრულფასოვან, თანამედროვე IT გადაწყვეტილებებს, რომელიც მაქსიმალურადაა მორგებული კომპანიების ინდივიდუალურ საჭიროებებზე და უზრუნველყოფს მათი ოპერაციების გაუმჯობესებასა და სრულყოფას.
თანამედროვე ბიზნესგარემოში, მომხმარებლის გამოცდილება კონკურენტუნარიანობის ერთ-ერთ მთავარი ფაქტორია. მომსახურების სისწრაფე და ეფექტიანობა პირდაპირ მოქმედებს, როგორც მომხმარებელთა კმაყოფილებაზე, ისე კომპანიის რეპუტაციასა და წარმატებაზე.
სწორედ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, ლაბ ტექნოლოჯიმ სერვისებს რიგების მართვის სისტემა დაამატა. ეს ინოვაციური გადაწყვეტილება ეხმარება ორგანიზაციებს, ოპტიმალურად მართონ პროცესები, შეამცირონ მოლოდინის დრო და შექმნან მაღალი სტანდარტის მომსახურება.
ახალი სერვისის უპირატესობებსა და კომპანიის ინოვაციურ გადაწყვეტილებებზე ლაბის ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ოპერაციების ხელმძღვანელი, ჯემო ჭელიძე გვესაუბრა.
რა არის რიგების მართვის სისტემა და რატომ სჭირდება ის ბიზნესს?
ლაბ ტექნოლოჯის რიგების მართვის სისტემა არის ტექნოლოგია, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს მომხმარებლის ნაკადი ეფექტიანად მართოს, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ლოდინის დროის შემცირებას, არამედ მომსახურების ზოგადი ხარისხისა და გამოცდილების გაუმჯობესებას. კმაყოფილი მომხმარებელი ნებისმიერი კომპანიის მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, სისტემის საჭიროება სრულადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სურს ცალკეულ ბიზნესს, გააუმჯობესოს მომხმარებლის დამოკიდებულება და პროცესის ეფექტიანობა.
გარდა ამისა, სისტემა მკვეთრად აუმჯობესებს პერსონალის ყოველდღიურ სამუშაო პროცესს და უზრუნველყოფს ამოცანების ოპტიმალურ განაწილებას, დატვირთვის ოპტიმიზაციასა და სტრესის შემცირებას. შესაბამისად, რიგების მართვის სისტემა ერთდროულად მიმართულია როგორც მომხმარებლის, ასევე თანამშრომლების კმაყოფილებაზე.
რამ განაპირობა თქვენი კომპანიის მხრიდან ამ სისტემით დაინტერესება და შემდეგ უკვე ქართულ ბაზარზე მისი ინტეგრირება?
ბაზრის შესწავლამ და კომპანიების პროფილების ანალიზმა აჩვენა, რომ ორგანიზაციათა დიდი წილი, ფილიალებსა თუ ოფისებში, ყოველდღიურად, მომხმარებელთა მზარდ ნაკადს ემსახურება. ეს გარემოება საჭიროებს ისეთი სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც ამ ფაქტორს დადებით გამოცდილებად გარდაქმნის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენმა გუნდმა მიიღო რიგების მართვის სისტემის სერვისის დამატების გადაწყვეტილება, რათა გავაუმჯობესოთ ბიზნესების ყოველდღიური ოპერაციები, მომსახურების ხარისხი და კლინტთა კმაყოფილება.
ყველაზე მეტად რომელი სფეროს კომპანიებისთვისაა რეკომენდირებული აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვა?
სისტემის მორგება შესაძლებელია ნებისმიერი პროფილის კომპანიაზე, თუმცა, სისტემის დანერგვის საჭიროების შესაფასებლად, ჩვენი გუნდი, უპირველეს ყოვლისა, ეყრდნობა კომპანიის არსებულ მონაცემებსა და სტატისტიკას. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია გამოვყოთ ის სფეროები, რომელიც, ადგილობრივი და საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე დიდი რაოდენობის მომხმარებლის ნაკადს იღებს. ასეთებია საბანკო, სამედიცინო და სახელმწიფო სექტორები. საერთაშორისო გამოკითხვებით ასევე დასტურდება, რომ:
- კლიენტთა დაახლოებით 80% აცხადებს, რომ მზად არის, შეცვალოს ბანკი, თუ მომსახურების ხარისხი და ლოდინის დრო არადამაკმაყოფილებელია.
- პაციენტთა 60% ხანგრძლივ რიგში უფრო მეტ დიკომფორტსა და სტრესს განიცდის.
- სახელმწიფო უწყებებს აქვთ შესაძლებლობა, რადიკალურად გააუმჯობესონ მომსახურება და შეამცირონ მომსახურების დრო დაახლოებით 40%-ით.
ეს ყოველივე კი იმ მონაცემების მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია, რომელზე დაფუძნებითაც, რიგების მართვის სისტემას შეუძლია ორგანიზაციების ზოგადი ეფექტიანობა მკვეთრად გააუმჯობესოს.
რიგების მართვის ტექნოლოგიები საკმაოდ მიღებული პრაქტიკაა. რა უპირატესობები აქვს ლაბის სისტემას სხვებთან შედარებით?
რიგის მართვის სისტემები თანამედროვე კომპანიებისთვის უცხო ნამდვილად არ არის, თუმცა ლაბის სისტემას, გარდა იმ უპირატესობებისა, რაც მომხმარებლის კმაყოფილების გაზრდას, ოპერაციების გამარტივებას, სივრცის ოპტიმალურ გადანაწილებას და პერსონალის უკეთ მუშაობას გულისხმობს, ასევე აქვს ქართულ ბაზარზე მორგებული კონკრეტული სარგებლები.
ლაბის სისტემას გააჩნია მრავალენოვანი, მათ შორის ქართული ინტერფეისი, რაც მის გამოყენებას კიდევ უფრო ამარტივებს. ასევე, აღსანიშნავია ადგილობრივი მხარდაჭერის კომპონენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიას შეუძლია მიიღოს იმ გუნდის მხარდაჭერა, რომელიც ოპერირებს ლოკალურ არეალში. მნიშვნელოვანია სისტემის ხარჯთეფექტიანობა, ვინაიდან, სისტემა არ საჭიროებს დამატებითი ლიცენზიების შეძენასა და განახლებას. მისი ინტეგრირებით უკვე იღებთ სრულ წვდომას ტექნოლოგიის უპირატესობებზე.
სამომავლოდ რას უნდა ელოდოს ბიზნეს სექტორი ლაბ ტექნოლოჯისგან და როგორია კომპანიის ხედვა ტექნოლოგიების დანერგვის პროცესზე?
ლაბ ტექნოლოჯი ყოველთვის განვითარებაზეა ორიენტირებული. მართლაც, მრავალწლიანი გამოცდილება და 3000-ზე მეტი წარმატებული პროექტი ნათლად აჩვენებს აღნიშნული განვითარების პროცესს. რიგების მართვის სისტემის გარდა, ჩვენ ვმუშაობთ სისტემური, ქსელური, კიბერუსაფრთხოების, საოფისე აღჭურვილობისა და IT აუთსორსინგ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც აუმჯობესებენ ადგილობრივ სამედიცინო, საბანკო, საგანმანათლებლო, სახელმწიფო და კიდევ მრავალი პროფილის ორგანიზაციების ეფექტიანობას. ჩვენი მიზანია, ჩამოვყალიბდეთ ტექნოლოგიური ბაზრის წამყვან მოთამაშედ, რომელსაც თამამად ენდობა ნებისმიერი სფეროს კომპანია, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე და გავხდეთ ორგანიზაცია, რომელიც ქმნის ქვეყნის ტექნოლოგიურ ლანდშაფტს საქართველოში.