"მაქრო ქონსთრაქშენმა" კორეულ არქიტექტურულ კომპანია HEERIM ARCHITECTS & PLANNERS-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სამშენებლო და ინფრასტრუქტურული სექტორის ერთ-ერთმა წამყვანმა კომპანიამ, "მაქრო ქონსთრაქშენმა" და საერთაშორისო გამოცდილების მქონე სამხრეთ კორეულმა არქიტექტურულმა კომპანიამ HEERIM ARCHITECTS & PLANNERS-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია, რომ HEERIM ARCHITECTS & PLANNERS-ი მონაწილეობას მიიღებს "მაქრო ქონსთრაქშენის" მიერ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განხორციელებულ პროექტებში.
თანამშრომლობა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა ურბანული განვითარების ძირითადი გეგმის შედგენა, არქიტექტურული პროექტირება, სამშენებლო ზედამხედველობა, პროექტებისა და სამშენებლო პროცესის მენეჯმენტი. ასევე, ერთობლივად იგეგმება მასშტაბური პროექტების განხორციელება.
ემინ უჩარი, MAQRO Group-ის დამფუძნებელი:
"დღეს ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს კომპანია "მაქრო ქონსთრაქშენსა" და HEERIM-ს შორის. HEERIM წარმოადგენს მსხვილ საერთაშორისო კომპანიას, რომელიც საქმიანობს პროექტირების სფეროში.
ჩვენ უკვე გვაქვს წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება.
განსაკუთრებით მინდა გამოვარჩიო აზერბაიჯანში განხორციელებული, მასშტაბური "აზერ გოლდის პროექტი" – ოქროს მოპოვებისა და წარმოების საწარმო.
HEERIM-ი ჩვენთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია და გვაკავშირებს საერთო მიზნები საქართველოშიც. თანამშრომლობა უკვე დაწყებულია "მაქრო სითი თბილისის" საცხოვრებელი კომპლექსის ფარგლებში. ასევე, მიზნად გვაქვს ერთობლივად განვახორციელოთ ახალი სტადიონისა და აეროპორტის პროექტები და სრულად გამოვიყენოთ HEERIM-ის პროფესიული გამოცდილება ამ მიმართულებით.
ეს პარტნიორობა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ღირებულია.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ორივე მხარეს ამ ურთიერთობის გაღრმავებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს".
"მაქრო ქონსთრაქშენისთვის" აღნიშნული მემორანდუმი საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებისა და სამშენებლო სექტორის გლობალურ სტანდარტებთან დაახლოებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ჯეონგ იონგ კიონი, HEERIM ARCHITECTS & PLANNERS-ის თავმჯდომარე:
"დღეს განსაკუთრებული დღეა. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ გავაფორმეთ მემორანდუმი კომპანია "მაქრო ქონსთრაქშენთან". მჯერა, რომ "მაქრო ქონსთრაქშენი" ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიაა ქართულ დეველოპერულ ბაზარზე, ხოლო HEERIM-ი მსოფლიოში წამყვანი არქიტექტურული კომპანია.
ჩვენი 55-წლიანი გამოცდილება მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა აეროპორტების, სასტუმროების, სპორტული ინფრასტრუქტურისა და საერთაშორისო სტანდარტების სტადიონების არქიტექტურულ პროექტირებას. პარტნიორობა "მაქროსთან" სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ ერთობლივად შევქმნათ მაღალი დონის ინფრასტრუქტურა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. თანამშრომლობა არ შემოიფარგლება მხოლოდ არქიტექტურული სამუშაოებით ჩვენ ვგეგმავთ ჩართვას სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტშიც.
საქართველო დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანაა. ეს ჩემი მესამე ვიზიტია და ყოველ ჯერზე ვხედავ ქვეყნის წინსვლას, როგორც ეკონომიკური, ისე ტურისტული თვალსაზრისით. ულამაზესი ბუნება და კუთხეები უამრავ ადამიანს იზიდავს და მჯერა, რომ საქართველო ძალიან მალე ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული ქვეყანა გახდება."