კროკობეთსა და დინამო თბილისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

11 აგვისტოს "დინამო არენაზე" კროკობეთსა და დინამო თბილისს შორის ურთიერთთანამშროლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის, დინამო თბილისის სპონსორი კროკობეთი, ხოლო მედია პარტნიორი croco.ge გახდა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი კროკობეთის მარკეტინგის ხელმძღვანელმა, ნიკო ადეიშვილმა და კლუბის გენერალურმა დირექტორმა, ზაზა დოლიძემ მოაწერეს.

ეს წელი განსაკუთრებულია არა მხოლოდ კლუბისთვის, არამედ მთელი ქართული საფეხბურთო საზოგადოებისთვის. კროკობეთი მოხარულია ყველაზე დიდ ქართულ საფეხბურთო კლუბთან თანამშრომლობით და გულშემატკივრებს არაერთ საინტერესო სიახლეს და აქტივობას ჰპირდება.

ნიკო ადეიშვილი (კროკობეთის მარკეტინგის ხელმძღვანელი)
"ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბის პარტნიორი და სპონსორი გავხდით. ჩვენი მიზანია, რომ ეს არ იყოს სტანდარტული თანამშრომლობა და გულშემატკივარს ბევრი სიურპრიზი შევთავაზოთ. რამდენიმე დიდი პროექტი უკვე დაგეგმილია და ამას ნელ-ნელა გავასაჯაროებთ. იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იქნება და წაადგება, როგორც კლუბს, ასევე ქართულ სპორტს, რისთვისაც ორივე მხარე ყველაფერს გავაკეთებთ".

ზაზა დოლიძე (დინამო თბილისის გენერალური დირექტორი)
"მოხარული ვარ, რომ ერთ-ერთი წამყვანი კომპანია დინამო თბილისის პარტნიორი გახდა. მათ მსგავსი თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვთ. ისინი სპორტის სხვადასხვა სახეობასთან საკმაოდ ეფექტურად თანამშრომლობენ.
ზოგადად სპორტში და განსაკუთრებით ფეხბურთში, სხვადასხვა ბიზნესის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, რადგან ის რესურსი, რომელიც დღეს ქართულ კლუბებს აქვთ, საკმარისი არ არის იმისათვის, რათა მაღალი მიზნებისათვის იბრძოლონ.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორობა კლუბში ბევრი მიმართულებით, როგორც ახალგაზრდული ფეხბურთის, ასევე პროფესიული საფეხბურთო კუთხით გაუმჯობესებას მოიტანს.
მიხარია, რომ კროკობეთი საქართველოში მთავარი სპორტის ნომერ პირველ
კლუბთან დაპარტნიორდა. იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა გრძელვადიანი იქნება, რაც ორივე ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია".

მოგახსენებთ, რომ კროკობეთი, წლების განმავლობაში არაერთი ქართული სპორტული კლუბის, ფედერაციისა თუ სპორტსმენის სპონსორი იყო, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთაც.

აღსანიშნავია, რომ ნაპოლისთან წარმატებული პარტნიორობის შემდეგ, 2025 წლის დასაწყისში, კროკობეთი ბუდუ ზივზივაძის ამჟამინდელი კლუბის, ჰაიდენჰაიმის რეგიონალური პარტნიორი გახდა.

დინამო თბილისის სპონსორია კროკობეთი - მედია პარტნიორი Croco.ge!

ინდუსტრიული ტრენდები

EdVizio — საერთაშორისო განათლების მრჩეველი საკონსულტაციო კომპანია

პროფესიონალური და სანდო მხარდაჭერა საზღვარგარეთ სწავლის მსურველებისთვის