ISTQB-ის გლობალური კონფერენცია საქართველოში — თბილისი ტესტირების გლობალურ ლიდერებს მასპინძლობს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2025 წლის 8-9 სექტემბერს, საქართველო პირველად მასპინძლობს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების საერთაშორისო საბჭოს (ISTQB®) გლობალურ კონფერენციას. ღონისძიება გაიმართება ტესტერების საერთაშორისო დღის ფარგლებში და წარმოადგენს ისტორიულ მომენტს როგორც საქართველოსთვის, ისე მთლიანად სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონისთვის.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ISTQB-ის უმაღლესი დონის ღონისძიება ტარდება ამ რეგიონში. კონფერენცია აერთიანებს მსოფლიოს წამყვან QA ლიდერებს, ტესტირების ექსპერტებსა და ტექნოლოგიური სფეროს პროფესიონალებს ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა აშშ, კანადა, გერმანია, საბერძნეთი და ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები.

კლაუდია დუსა-ზიგერი, ISTQB-ის პრეზიდენტი, აღნიშნავს:
"საქართველო ISTQB-ის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა წევრია, მაგრამ უკვე გამოირჩევა დინამიკურობითა და ინოვაციური სულისკვეთებით. GeoSTQB-ის ორგანიზაციულმა ხარისხმა, ღირებულებებმა და განსაკუთრებით ქალების ჩართულობის ხელშეწყობამ, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ჩვენი გლობალური საზოგადოების შთაგონებას. ეს კონფერენცია კიდევ უფრო გამოკვეთს საქართველოს როლს გლობალურ QA სივრცეში."

საქართველოს ISTQB-ის ოფიციალური წარმომადგენლობა GeoSTQB - ამ პროცესის სტრატეგიული ძრავია. ორგანიზაციის პრეზიდენტი ნათია სირბილაძე ხაზს უსვამს იმ გზას, რაც ქართულმა პროფესიულმა საზოგადოებამ გაიარა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში:

"როცა პირველად დავიწყეთ ტესტერების დღის ორგანიზება, მიზანი იყო მცირე პროფესიული ბირთვის გააქტიურება. დღეს უკვე ვსაუბრობთ მრავალწახნაგოვან თემებზე, საერთაშორისო სპიკერებზე, მონაწილეებზე რეგიონიდან და ცხადია, იმ ფაქტზე, რომ საქართველოს შეარჩიეს გლობალური კონფერენციის მასპინძლად."

ოლივიე დენო, ISTQB-ის ვიცე-პრეზიდენტი, კონფერენციის მნიშვნელობას ასე აფასებს:
"გლობალური ღონისძიებების ორგანიზება მკაფიოდ აჩვენებს ადგილობრივ ინდუსტრიაში QA სფეროს განვითარებას. ასეთი კონფერენციები არამხოლოდ აერთიანებს საზოგადოებას, არამედ ქმნის შესაძლებლობებს საერთაშორისო ექსპერტების მოწვევისა და ცოდნის გაზიარებისთვის. საქართველო, როგორც მასპინძელი, გვიჩვენებს მაგალითს, როგორ შეიძლება პროფესიულმა საზოგადოებამ მოკლე დროში მიაღწიოს მნიშვნელოვან პროგრესს."

ღონისძიების პროგრამა ფარავს როგორც ტექნიკურ, ისე სტრატეგიულ თემებს - ხელოვნური ინტელექტისა და ტესტირების ავტომატიზაციიდან დაწყებული, ლიდერობითა და ინკლუზიურობის საკითხებით დასრულებული. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მონაცემებზე დაფუძნებულ მიდგომებს, ეფექტიან კომუნიკაციას და ტესტირების თანამედროვე მეთოდოლოგიებს.

ISTQB-ის გლობალური კონფერენციის საქართველოში გამართვა ხაზს უსვამს ქვეყნის მზარდ როლს ტექნოლოგიური ჰაბის განვითარებაში. ამგვარი ღონისძიებები არამხოლოდ ცოდნის გაზიარების პლატფორმაა, არამედ ქვეყნის ტექნოლოგიური ბრენდინგის მნიშვნელოვანი ნაწილი. GeoSTQB-ის ძალისხმევა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და პროფესიის პოპულარიზაციაში ქმნის მაგალითს რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის.

კონფერენცია ტარდება Pullman Tbilisi Axis Towers-ში, 8-9 სექტემბერს.

სიახლეები

Villa Perla By NEXT: ნექსთი ესპანეთშია!

მარბეია არაერთი წლის განმავლობაში ინარჩუნებს მოწინავე პოზიციას ევროპის უძრავი ქონების ბაზარზე

ინდუსტრიული ტრენდები

EdVizio — საერთაშორისო განათლების მრჩეველი საკონსულტაციო კომპანია

პროფესიონალური და სანდო მხარდაჭერა საზღვარგარეთ სწავლის მსურველებისთვის