Global Tech Weekend Tbilisi 2025 - რეგიონის ყველაზე მასშტაბური ინოვაციური ღონისძიება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რეკორდული დასწრებითა და ათობით საერთაშორისო პარტნიორით, GTWT 2025-მა დაიმკვიდრა თავისი თავი როგორც წამყვანი ღონისძიება ინოვატორებისთვის.

20-22 ივნისს, თბილისი გადაიქცა ტექნოლოგიებისა და კრეატიულობის ცენტრად, როდესაც უმასპინძლა Global Tech Weekend Tbilisi 2025-ს, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ყველაზე მასშტაბურ ინოვაციურ ღონისძიებას.

10,000-ზე მეტი მონაწილე, 100-ზე მეტი კომპანია და 40-ზე მეტი side-ღონისძიება - GTWT 2025-მა წარმოადგინა ინოვაციური ეკოსისტემების დეცენტრალიზებული მოდელი, რომელიც აკავშირებს ქვეყნებსა და კონტინენტებს.20 და 22 ივნისს, ქალაქის მასშტაბით გაიმართა 40-ზე მეტი side-ღონისძიება, რომლებიც მოიცავდა სხვადასხვა სივრცეს - სასტუმროებიდან და ქოვორქინგ ცენტრებიდან დაწყებული კრეატიული ჰაბებითა და კულტურული სივრცეებით დამთავრებული.

ღონისძიებების მრავალფეროვნებამ თბილისი გადააქცია ტექნოლოგიებისა და ხელოვნების ცენტრად

side-ღონისძიებების სრული სია: lu.ma/GTWT2025

21 ივნისი – მთავარი კონფერენცია: Shaping the New Era

Radio City | District 4-ში გამართულმა კონფერენციის მთავარმა დღემ უმასპინძლა 3,600-ზე მეტ მონაწილეს და მოიცვა 25-ზე მეტი პანელი და ქინოუთი, რომლებიც განაწილებული იყო სამ თემატურ სცენაზე: Main Stage (Visionary Voices), Innovation Stage და Creative Tech Stage.

მონაწილეებმა განიხილეს ინოვაციების ახლანდელი ტენდენციები, მათ შორის:

  • ხელოვნური ინტელექტი (AI)
  • ფინანსური ტექნოლოგიები (FinTech)
  • Web3 და ბლოკჩეინის ეკოსისტემები
  • გეიმინგი და E-Sports
  • აგროტექნოლოგიები (AgriTech)
  • მედია და ციფრული მარკეტინგი
  • კრეატიული ტექნოლოგიები
  • და სხვა

გამორჩეული სპიკერების შორის იყვნენ:

  • ჯესიკა ტამსი – დირექტორი, ATARI | ვენჩურული პარტნიორი, Griffin Gaming Partners
  • ბილ ჯექსონი – კრეატიული დირექტორი, Netflix
  • მაქსიმ პარადისი – დამფუძნებელი, Paradis Club
  • დმიტრი ჯონსონი – დამფუძნებელი პარტნიორი, Story Kitchen
  • ისრაელ პონსი – თანადამფუძნებელი, Pitch to the World


სცენის მიღმა: მრავალფუნქციური გამოცდილება

Global Tech Weekend Tbilisi 2025 არ ყოფილა მხოლოდ კონფერენცია - ეს იყო ინტერაქტიული ტექნოლოგიების სოფელი, სადაც ყოველი დაინტერესებული მხარისთვის სპეციალურად შექმნილი სივრცე იყო წარმოდგენილი:

  • Startup & SME Expo – სტარტაპებისა და მცირე/საშუალო ბიზნესების გამოფენა
  • ინვესტორთა ლაუნჯები – კურირებული შეხვედრები ვენჩურული ფონდებისა და ანგელოზი ინვესტორებისთვის
  • მედია ზონები
  • კოვორქინგ სივრცეები და ნეთვორქინგი
  • DJ სეტები, ფუდკორტები და ლაუნჯ ზონები

GTWT 2025 იყო არა მხოლოდ ღონისძიება, არამედ დეცენტრალიზებული პლატფორმა სხვადასხვა სექტორის თანამშრომლობისა და გაბედული იდეების რეალიზებისთვის.

ინიციატივა შესაძლებელი გახდა წამყვანი პარტნიორების მხარდაჭერით: TBC, GITA | StartUp in Georgia, Adjara Group, ATARI, Game Nations და Totally Human.

GTWT 2025-მა საბოლოოდ დაადასტურა თბილისის სტატუსი, როგორც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელი, კრეატიულობისა და კაპიტალის, იდეებისა და ზემოქმედების გლობალური ტექნოლოგიური ჰაბი.

ინდუსტრიული ტრენდები

EdVizio — საერთაშორისო განათლების მრჩეველი საკონსულტაციო კომპანია

პროფესიონალური და სანდო მხარდაჭერა საზღვარგარეთ სწავლის მსურველებისთვის