Advisor – ინსპირაცია, ლიდერობა და წარმატება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
კომპანია Advisor ტრენინგების, კონსულტაციისა და სამოტივაციო ვორქშოფების მიმართულებით გამოირჩევა, რომლის იდეაც 20-წლიანი პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე დაიბადა.
ნათია ჭიაურელი კომპანია Advisor-ის დამფუძნებელი, საერთაშორისო სერტიფიცირებული ტრენერია, რომელსაც მომსახურების სფეროში 20-წლიანი ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება აქვს ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Radisson Blu & Accor FIFA World Cup Qatar 2022, სადაც მუშაობდა Accor-ის პროექტის მენეჯერად და მართავდა 1300-ნომრიან პროექტს და 300+ თანამშრომელს. პროექტი დასრულდა სტუმრების 98%-იანი კმაყოფილებით.
ნათია ჭიაურელი აღნიშნავს, რომ სურდა ისეთი ტრენინგების შექმნა, რომელიც არა მხოლოდ ცოდნას, არამედ ემოციას, ენერგიასა და შთაგონებას აძლევს ადამიანებს. მისი თქმით, ამ ტრენინგებით მისი მიზანია ემოციური ჩართულობით დაეხმაროს გუნდებს მოტივაციის პოვნასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში.
"კომპანიის ჩამოსაყალიბებლად გაბედულება ნამდვილად იყო საჭირო, რადგან წარმატებულ სტაბილურ კარიერას ვცვლიდი ახალი სტარტით, თუმცა მჯერა, რომ სამსახურში ადამიანებს სჭირდებათ მხარდაჭერა, მოტივაცია და განცდა იმისა, რომ მათი სჯერათ – სწორედ ამან მომცა მოტივაცია", – აღნიშნავს იგი.
ნათია ჭიაურელი ამბობს, რომ ჰქონდა გარკვეული ეჭვები მსგავსი მეთოდის საჭიროებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ბაზარზე მარტო შემოდიოდა. თუმცა, პირველი წარმატებული სესიებისა და უკუკავშირის შემდეგ, კომპანიებმა დაინახეს შედეგი, ხოლო სტარტაპმა ნდობა მოიპოვა.
"ინსპირაციას მაძლევენ ადამიანები, მათგან წამოსული გულწრფელი ემოციები, განსაკუთრებით კი გუნდის ენერგია ტრენინგის შემდეგ", – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
Advisor-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მისი მთავარი მიზანი ისეთი სივრცის შექმნაა, სადაც ადამიანებს შეეძლებათ არა მხოლოდ პროფესიული ზრდა, არამედ შინაგანადაც.
"უახლოეს მომავალში ვგემავ რამდენიმე ტრენინგის დამატებას მენეჯმენტის მიმართულებით ისეთი მნიშნელოვანი თემებით, როგორებიცაა ლიდერობა, დელეგირება, კრიზისული სიტუაციების მართვა, ემოციური ინტელექტი და ფსიქოლოგიური უსაფრთხოება", – ამბობს ნათია ჭიაურელი.