Acer-მა ახალი ლეპტოპები წარადგინა – Acer Nitro V 16, Swift Air 16 და სხვები
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
3 სექტემბერს Acer-მა Nitro-ს გეიმინგ ლეპტოპების, დესკტოპ კომპიუტერებისა და მაღალი გარჩევადობის სათამაშო მონიტორების განახლებული ხაზი წარადგინა. Nitro მოწყობილობები აერთიანებს ძლიერ აპარატურას, ინტელექტუალურ პროგრამულ უზრუნველყოფასა და ინტერაქტიულ გრაფიკას, რათა გააუმჯობესოს სათამაშო და შემოქმედებითი გამოცდილება.
გარდა ამისა, ამავე დღეს განხორციელდა ახალი Swift Air 16-ის (SFA16-61M) პრეზენტაციაც, რომელიც წარმოადგენს Swift-ის თხელი და მსუბუქი ლეპტოპების ხაზს. აღნიშნული ლეპტოპები შექმნილია პროფესიონალებისთვის და მომხმარებლებს სთავაზობს თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის, ინტერაქტიული გამოსახულებებისა და წარმოუდგენლად შთამბეჭდავი დიზაინის მიმზიდველ ნაზავს, რაც ქმნის უნიკალურ გამოცდილებას.
Acer Nitro სერია
Acer Nitro V 16 (ANV16-72) შექმნილია გეიმერებისა და კრეტორებისთვის, რომლებისთვისაც პრიორიტეტულია სიჩქარე, სიცხადე და მრავალი დავალების შესრულების სიმძლავრე. მოწყობილობა აღჭურვილია Intel® Core™ 9 პროცესორით 270H-მდე და NVIDIA® GeForce RTX 5070™ ლეპტოპის გრაფიკული პროცესორით, ხოლო NVIDIA Blackwell არქიტექტურით აღჭურვილი GeForce RTX™ 50 სერიის ლეპტოპის გრაფიკული პროცესორები გეიმერებსა და კრეატორების თამაშის წესებს ცვლის. ხელოვნური ინტელექტის უზარმაზარი სიმძლავრით აღჭურვილი RTX 50 სერია უზრუნველყოფს ახალ გამოცდილებასა და გრაფიკის ახალი დონის სიზუსტეს.
Acer Nitro V 16S (ANV16S-71) წარმოადგენს პორტაბელურობისა და სიმძლავრის შერწყმას. ის გამოცდილ და ახალ გეიმერებს სთავაზობს თანამედროვე ტექნოლოგიების კომბინაციას გონივრულ ფასად. ლეპტოპი აღჭურვილია Intel Core 9 პროცესორით 270H-მდე და NVIDIA GeForce RTX 5070 ლეპტოპის გრაფიკული დაფით, რაც მხარს უჭერს DLSS 4-ს და ნეირონულ დამუშავებას სწრაფი, რეაგირებადი გეიმპლეისა და კონტენტის შესაქმნელად.
ორივეს, Acer Nitro V 16-სა და V 16S-ს გააჩნია NitroSense ტექნოლოგია, რომელიც რეალურ დროში მუშაობის მონიტორინგს და ვენტილატორის სიჩქარის დახვეწის შესაძლებლობას იძლევა მაქსიმალური გაგრილების ეფექტურობისთვის.
Acer-ის ახალი Nitro 70 და Nitro 50 გეიმინგ დესკტოპები შექმნილია მოყვარული გეიმერებისთვის, რომლებისთვისაც პრიორიტეტს რევოლუციური ტექნოლოგიები წარმოადგენენ.
Acer Nitro 70 (N70X3D-100) აღჭურვილია AMD Ryzen™ 9 9950X3D პროცესორით და NVIDIA GeForce RTX 5090 GPU-თი, რომელიც უზრუნველყოფს 3,352 AI TOPS-ს და მხარს უჭერს 128 GB-მდე DDR5 6000 MT/s RGB ოპერატიულ მეხსიერებას და 2 ტბ-მდე PCIe Gen 4 SSD მეხსიერებას. Acer Nitro 50 (N50-100) მომხმარებელს სთავაზობს მსგავს მახასიათებლებს, რომელიც მუშაობს AMD Ryzen™ 7 8700G პროცესორთან, NVIDIA RTX 5080 GPU-სთან, 128 GB-მდე DDR5 5200 MT/s RGB ოპერატიულ მეხსიერებასა და 2 ტბ-მდე M.2 PCIe SSD-თან.
პერსონალური კომპიუტერების გარდა, Acer-მა გააფართოვა Nitro მონიტორების ხაზი ოთხი ახალი მაღალი გარჩევადობის და მაღალი განახლების სიხშირის მოდელით, რომლებიც შესაფერისია თითქმის ნებისმიერი ტიპის გეიმერისთვის.
Nitro XV275K V6-ს აქვს 27-დიუმიანი 4K UHD (3840x2160) პანელი 180-ჰერციანი განახლების სიხშირით, 1 ms Visual Response Boost Pro (VRB Pro) და AMD FreeSync Premium ტექნოლოგია გლუვი, წყვეტების გარეშე თამაშისთვის, თუნდაც ყველაზე რთულ სცენარებში.
კონკურენტუნარიანი სიზუსტისთვის შექმნილი Nitro XV273U W1 აღჭურვილია 27-დიუმიანი WQHD (2560x1440) IPS პანელით, 275-ჰერციანი განახლების სიხშირითა და 1 ms (VRB Pro) რეაგირების დროით. AMD FreeSync Premium-ის წყალობით, სათამაშო პროცესი შეუფერხებლად და უწყვეტად მიმდინარეობს.
იმ გეიმერებისთვის, რომლებიც ეძებენ ულტრაგარჩევადობის მქონე მონიტორებს, Nitro XV270X 5K-მდე (5120x2880) გარჩევადობით საუკეთესო ვარიანტია. მას აქვს 2,000:1 კონტრასტის თანაფარდობა, 1 ms VRB რეაგირების დრო და 95% DCI-P3 ფერთა გამა რეალისტური ვიზუალისთვის. მას ასევე მოჰყვება ორი 2W დინამიკი.
Nitro XZ403CKR-ს მასიური 39,7-დიუმიანი 1000R მოხრილი პანელი და 5K WUHD (5120x2160) გარჩევადობა აქვს. მოწყობილობას გააჩნია 1 ms VRB და 0,5 ms GTG რეაგირების დრო, AMD FreeSync Premium-თან ერთად. გიგანტური დისპლეი ასევე აღჭურვილია მძლავრი 5W დინამიკებითა და ოპტიკური დინამიკების ფართო სპექტრით.
Swift Air 16
Swift Air 16-ის ბირთვს წარმოადგენს AMD Ryzen™ AI 300 სერიის პროცესორების უახლესი თაობა, რომელიც მოიცავს AMD Ryzen™ AI 7 350 პროცესორამდე, რაც უზრუნველყოფს ლოკალური ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციების შეუფერხებელ მუშაობას და ამასთან, ინარჩუნებს დაბალ ენერგომოხმარებას. მძლავრი AMD პროცესორებით აღჭურვილი Swift Air 16 უზრუნველყოფს ვიდეოკონფერენციების, სტრიმინგის, რედაქტირებისა და შემოქმედებითი სამუშაო პროცესების სტაბილურ მუშაობას.
Swift Air 16 შექმნილია მათთვის, ვინც ხშირად მოგზაურობს და აფასებს კომპაქტურობისა და პროდუქტიულობის ნაზავს. ლეპტოპის ელეგანტური კორპუსი დამზადებულია მაგნიუმ-ალუმინის შენადნობისგან, რაც უზრუნველყოფს გამძლეობას და ამავდროულად, 1 კილოგრამზე (2,18 ფუნტი) ნაკლებს, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე მსუბუქ 16-დიუმიან ლეპტოპად აქცევს. გარდა ამისა, მოწყობილობა ხელმისაწვდომია ოთხ ფერში და მარტივად ერგება ნებისმიერ სამუშაო გარემოს, კაფეებიდან და თანამშრომლობის სივრცეებიდან დაწყებული, საკონფერენციო დარბაზებით დამთავრებული.
მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ ორი ზომა – 16-დიუმიანი WQXGA+ AMOLED დისპლეი 120 ჰც განახლების სიხშირით ან WUXGA IPS დისპლეი 60 ჰც განახლების სიხშირითა და 16:10 ასპექტის თანაფარდობით ფართო ხედვისა და სამუშაო სივრცისთვის.
დამატებით მახასიათებლებს შორისაა 2-მეგაპიქსელიანი FHD ინფრაწითელი კამერა კონფიდენციალურობის ჩამკეტით, რომელიც უზრუნველყოფს სახის უსაფრთხო ამოცნობას Windows Hello-ს მეშვეობით და კრისტალურად სუფთა ვიდეოზარებს დაბალი განათების პირობებშიც კი. მოწყობილობა ასევე აღჭურვილია ორმაგი დინამიკით და ორმაგი მიკროფონით.
სხვა ახალი მოდელები
ამავე დღეს Acer-მა წარადგინა სხვა კომპიუტერებიც, რომლებიც გამოდგება როგორც კონტენტის შესაქმნელად, ასევე გეიმინგისთვისაც. ამ მხრივ ლიდერობს ახალი Predator Helios 18P – ხელოვნური ინტელექტის მქონე გეიმინგ ლეპტოპი, რომელიც აერთიანებს დესკტოპის დონის სათამაშო სიმძლავრეს სამუშაო სადგურის დონის საიმედოობასთან. ასევე წარმოდგენილი იყო Predator Orion 7000 და Predator Orion 5000 დესკტოპები, Predator Aethon 550 TKL სათამაშო კლავიატურა და Predator-ის სამი უახლესი მონიტორი: Predator X27U F8 და ორი 3D მოდელი – Predator XB273K 3D და Predator X183WK 3D.
ახალი Predator Helios 18P AI სპეციალურად შექმნილია პროფესიონალებისთვის, რომელთა მოთხოვნაც მაღალი ხარისხია პორტატულ მოწყობილობებში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მომხმარებელი მიმართავს გეიმინგ ლეპტოპებს ძლიერი გრაფიკისა და დამუშავების შესაძლებლობების გამო, Helios 18P AI კიდევ უფრო შორს მიდის და აინტეგრირებს ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებულ აპარატურასა და პროგრამულ უზრუნველყოფას, რაც მას იდეალურს ხდის ხელოვნური ინტელექტის დეველოპერებისთვის, კონტენტ კრეატორებისა და გეიმერებისთვის, რომლებიც ეძებენ მოწყობილობას როგორც სამუშაოსთვის, ასევე გასართობად.
სისტემა აღჭურვილია Intel® Core™ Ultra 9 პროცესორით 285HX-მდე Intel® vPro®-ით, რაც უზრუნველყოფს აპარატურული დონის უსაფრთხოებას და ბიზნესდონის სტაბილურობას.
Predator Orion 7000 (PO7-667) არის უახლესი მაღალი ხარისხის დესკტოპი, შექმნილი გეიმერებისთვის, კონტენტ კრეატორებისა და პროფესიონალებისთვის, რომლებსაც ახასიათებს უკომპრომისო სიმძლავრე. იგი აღჭურვილია Intel® Core™ Ultra 9 პროცესორით 285K-მდე ინტეგრირებული NPU-ით მოწინავე ხელოვნური ინტელექტის სამუშაო დატვირთვებისთვის, რაც უზრუნველყოფს სისწრაფეს თამაშებისა და სტრიმინგისთვის. NVIDIA® GeForce RTX™ 5090 გრაფიკასთან ერთად, ეს სისტემა მომხმარებელს მაღალი გარჩევადობის ვიზუალს სთავაზობს.
რაც შეეხება Predator Orion 5000-ს (PO5-667), ის უახლესი ტექნოლოგიებისა და ოსტატური ინჟინერიის დასტურია. მის ბირთვში განთავსებულია Intel Core Ultra 7 პროცესორი 265F, რომელიც გეიმერებს სთავაზობს სწრაფ სიხშირეს. ვიზუალურ გამოცდილებას უზრუნველყოფს NVIDIA® GeForce RTX™ 5080 გრაფიკული ბარათი, რომელიც უპრეცედენტო სიჩქარით ქმნის განსაცვიფრებელ ვიზუალებს.
Acer 1976 წელს დაარსდა და ამჟამად ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც 160-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანია აგრძელებს განვითარებას ინოვაციების დანერგვით ახალ შეთავაზებებში, რაც მოიცავს კომპიუტერებსა და ეკრანებს, ახალი ბიზნესების გაფართოებასთან ერთად. გარდა ამისა, Acer მდგრადი განვითარების ერთგულია და მხარს უჭერს ახალი შესაძლებლობების შესწავლას, რომლებიც შეესაბამება მის გარემოსდაცვით და სოციალურ პასუხისმგებლობას. Acer ჯგუფში 9 000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული, რომლებიც ხელს უწყობენ იმ პროდუქტების, გადაწყვეტილებებისა და სერვისების კვლევას, დიზაინს, მარკეტინგს, გაყიდვებსა და მხარდაჭერას, რომლებიც არღვევენ ბარიერებს ადამიანებსა და ტექნოლოგიას შორის.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ – www.acer.com