პროკრედიტ ბანკმა თელავში ახალი ფილიალი გახსნა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობითა და დაფინანსების პროგრამებზე ხელმისაწვდომობით, ბანკი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თელავში პროკრედიტ ბანკის ახალი ფილიალი გაიხსნა. კახეთის რეგიონში პროკრედიტ ბანკის მოსახურებებზე ხელმისაწვდომობის ზრდა ბანკის ერთერთი სტრატეგიული მიზანია. როგორც ფიზიკური, ასევე მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნეს კლიენტები აქ მაღალი ხარისხის მომსახურებას მიიღებენ, საოპერაციო და საკრედიტო მიმართულებით. გერმანული პროკრედიტ ბანკი ადგილობრივ მომხმარებელს საბანკო სერვისების სრულ სპექტრს შესთავაზებს, ევროპული საბანკო სტანდარტების და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.

ახალი ფილიალი თანამედროვე სტანდარტების და დიზაინის გათვალისწინებით დაპროექტდა და მომხმარებლებს კომფორტსა და ყველა სერვისის ერთ სივრცეში მიღების შესაძლებლობას აძლევს. ბანკის მოხმარებლებს ახლა უკვე თელავშიც შეუძლიათ, რომ სასიამოვნო გარემოში, მარტივად და უსაფრთხოდ მართონ თავიანთი ფინანსები და გაიარონ კონსულტაცია გამოცდილ ბიზნეს მრჩევლებთან. ფილიალი კოსტავას 3-ში, ჩოლოყაშვილის ქუჩის დასაწყისში მდებარეობს.

კახეთი ტურიზმის, უძრავი ქონებისა და ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებებით მზარდი და განვითარების პოტენციალის მქონე რეგიონია. საერთაშორისო საფინანსო ისნსტიტუტებთან პარტნიორობით და დაფინანსების პროგრამებზე ხელმისაწვდომობით, ბანკი რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს და სხვადასხვა შესაძლებლობებს შესთავაზებს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ადგილობრივ ბიზნესებს, იქნება ეს ბიზნესის დაფინანსება, მწვანე დაფინასება, თუ ქალი მეწარმეების გაძლიერება რეგიონში.

პროკრედიტ ბანკი უკვე 25 წელზე მეტია საქართველოში ევროპულ გამოცდილებას აზიარებს, ქმნის შესაძლებლობებს, ხელს უწყობს განვითარებას და მომხმარებელს მათზე მორგებულ სერვისებს სთავაზობს. ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანკფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჯგუფი გერმანიასა და აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ ფინანსურ ინსტიტუტებს აერთიანებს. პროკრედიტ ბანკს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან "Fitch Ratings", მინიჭებული აქვს საქართველოში შესაძლო, ყველაზე მაღალი რეიტინგი BB+, რაც ბანკის აქტივების ისტორიულად საუკეთესო ხარისხზე, ძლიერ კორპორაციულ მართვასა და კარგ რისკ-მენეჯმენტზე მიუთითებს.

ინდუსტრიული ტრენდები

EdVizio — საერთაშორისო განათლების მრჩეველი საკონსულტაციო კომპანია

პროფესიონალური და სანდო მხარდაჭერა საზღვარგარეთ სწავლის მსურველებისთვის