Konica Minolta-მ SMART business Georgia-სთან თანამშრომლობით საერთაშორისო ERP სისტემა დანერგა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Konica Minolta, ბეჭდვის ტექნოლოგიებისა და IT სერვისების გლობალური ლიდერი, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ინოვაცია მისთვის მხოლოდ ტექნოლოგია კი არა, არამედ გონივრული არჩევანია. კომპანიამ SMART business Georgia-სთან თანამშრომლობით, Microsoft Dynamics 365 Business Central-ზე დაფუძნებული ERP სისტემა დანერგა, რომელიც სრულად მორგებულია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაზე და ბუღალტრულ მოთხოვნებზე.
SMART Accounting-ის დანერგვის შედეგად Konica Minolta-მ შეძლო:
- ოპერაციების ავტომატიზაცია და ხელით შესრულებული სამუშაოს მინიმიზაცია
- შეცდომების რისკის შემცირება
- რეალურ დროში ინფორმაციის მიღება და დეტალური ფინანსური ანალიზი
- საგადასახადო შესაბამისობის 100%-ით დაცვა
- მოხსენებების გამარტივება როგორც მენეჯმენტისთვის, ისე რეგულატორებისთვის
გარდა ეფექტურობის ზრდისა, კომპანია ახლა ოპერირებს სრულად ინტეგრირებულ სისტემაზე, რომელიც მოიცავს გაყიდვებისა და შესყიდვების, მარაგების, საბანკო ოპერაციების, დღგ-ის, ძირითადი საშუალებების და პერიოდული ანგარიშგების მოდულებს — ყველაფერს, რაც თანამედროვე და პასუხისმგებლიან ორგანიზაციას სჭირდება.
"ჩვენი მიზანი იყო არა უბრალოდ ახალი სისტემის დანერგვა, არამედ რეალური ეფექტური შედეგის მიღწევა. SMART business Georgia-ს გუნდმა ზუსტად გაიგო ჩვენი საჭიროებები, შემოგვთავაზა პერსონალიზებული გადაწყვეტილება და უზრუნველყო მხარდაჭერა პროექტის ყველა ეტაპზე. შედეგი? გაცილებით გამჭვირვალე, მოქნილი და სტაბილური ოპერაციები", — აცხადებენ Konica Minolta-ში.
მათთვის, ვისაც სურს ტექნოლოგიურ პროგრესის ბენეფიტების მიღება ადგილობრივ კანონდმებლობასთან შესაბამისობაში , Konica Minolta-ს გამოცდილება თვალსაჩინო მაგალითია: სწორი ERP სისტემით შესაძლებელია არა მხოლოდ რეგულაციების დაცვა, არამედ ბიზნესის ზრდისთვის საიმედო საფუძვლის შექმნა.
გსურთ ოპერაციების ოპტიმიზაცია და სრული კონტროლი ფინანსებზე? SMART business Georgia დაგეხმარებათ! გაიგეთ, როგორ შეძლებს SMART Localization თქვენი კომპანიის გარდაქმნას.