ხორბლისა და ქერის ახალი ჯიშები და წინასეზონური ფასდაკლება "აგროსფეროსგან"
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სექტემბრის მოახლოებასთან ერთად, "აგროსფერომ" ფერმერებს განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადა. ისინი ხორბლისა და ქერის სერტიფიცირებული, პრემიუმ ხარისხის სათესლე მასალების შეძენას ფასდაკლებით შეძლებენ. კონკრეტულად კი, აქციის ფარგლებში, ყოველ ერთ კილოგრამს 20 თეთრი დააკლდება.
ხორბლისა და ქერის ინოვაციური ჯიშები
ქართველი ფერმერები უკვე კარგად იცნობენ "აგროსფეროს" მიერ წარმოებულ ხორბლის ჯიშებს – ამიკუსს, გალუსს, ამანდუსს, ბალიტუსსა და აპექსუსს. წელს მათ რიცხვს, ხორბლის ახალი სახეობა – არტიმუსიც შეემატა. ამასთან, კომპანიამ მომხმარებლებს წარუდგინა ქერის ახალი ჯიში – კლაუდია, რომელიც დღესდღეობით ქართულ ბაზარზე არსებულ საუკეთესო ქერის სახეობას წარმოადგენს.
ხორბლისა და ქერის ინოვაციური ჯიშები წარმოებულია ავსტრიულ კომპანია Saatbau-სთან ერთად. ისინი მრავალწლიანი ტესტირებების შედეგია და სრულად არის მორგებული საქართველოს კლიმატურ პირობებსა და სხვა საჭიროებებზე. რაც მთავარია, ყველა მათგანი უმაღლესი ხარისხის მოსავალს იძლევა. მათი უპირატესობებია:
- საადრეო სიმწიფე – ეს ნიშნავს, რომ ხორბლის ჯიშები ვეგეტაციის უფრო მოკლე პერიოდში მწიფდება, რაც, საქართველოს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ფერმერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
- ყინვისა და გვალვის მიმართ მედეგობა – სათესლე მასალები მორგებულია როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის კლიმატზე. ყინვისადმი მედეგობა ამცირებს მოსავლის დაზიანების რისკს ცივი ზამთრის ან გაზაფხულის ყინვებისას. რაც შეეხება გვალვაგამძლეობას, ეს მახასიათებელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებისთვის, სადაც ზაფხულში ნალექი მცირეა.
- ჩაწოლისადმი გამძლეობა – ხორბლის ჩაწოლისას მოსავლის დანაკარგი იზრდება, ამიტომ მდგრადობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მაღალი ხარისხის მოსავლის მისაღებად.
- რეზისტენტობა დაავადებებისა და მავნებლების მიმართ – სათესლე მასალები დამუშავებულია მაღალი ხარისხის, გერმანული კომპანია BAYER-ის ფუნგიციდი რედიგო პროთი და ინსექტიციდი გაუჩოთი, რაც მცენარეს სოკოვანი დაავადებებისა და მავნებლებისგან იცავს და მაღალ მოსავალს უზრუნველყოფს.
- სერტიფიცირება როგორც ქართული, ისე ევროპული კანონმდებლობის შესაბამისად – ეს ნიშნავს, რომ სათესლე მასალა სრულად შეესაბამება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სტანდარტებს.
როგორ ისარგებლებთ შეთავაზებით?
მარცვლეულის სათესლე მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ "აგროსფეროს" მაღაზიათა ქსელში ან ონლაინ პლატფორმაზე. მათი ფასები განსხვავებულია, თუმცა ყველა მათგანზე მოქმედებს წინასეზონური ფასდაკლება.
"აგროსფეროსა" და Saatbau-ს მიერ წარმოებული ხორბლისა და ქერის სათესლე მასალების სრული ასორტიმენტის სანახავად გადადით ბმულზე: agrosphe.re/cereals. კონსულტაციისთვის კი ეწვიეთ კომპანიის მაღაზიათა ქსელს ან დაუკავშირდით აგრო-კონსულტანტებს ნომერზე: +995 322 500 900.