ბათუმში Bene Exclusive-ის ორგანიზებით, Mercedes-Benz-ის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Bene Exclusive-ის ორგანიზებით ბათუმში Mercedes-Benz-ის ოფიციალური ღონისძიება დახურულ ფორმატში რიგით მეხუთედ გაიმართა.
საღამოს Sheraton Batumi-ის Jasmine Lounge Bar მასპინძლობდა, რომლის ფარგლებშიც გაიმართა ბიზნეს ვახშამი, ასევე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ გათამაშებაში და მიეღოთ პარტნიორი კომპანიების მხრიდან საჩუქრები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები- ბიზნეს ლიდერები, ტოპ მენეჯმენტი, დამფუძნებლები და ინვესტორები.
საღამოს მუსიკალურ ნაწილზე კი იზრუნეს,როგორც ქართველმა ისე საერთაშორისო არტისტებმა: dOP Live, Anna Sue, და Endorphins.
Mercedes-Benz-ის ოფიციალურ ღონისძიებასთან დაკავშირებით ბენე ექსკლუზივის ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელს თამარ ბობოხიძეს ვესაუბრეთ:
" წლევანდელი ღონისძიება ნამდვილად განსაკუთრებული იყო. მიხარია, რომ მოწვეული სტუმრებისგან დადებითი უკუკავშირი მივიღეთ, თუმცა გვჯერა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. აქტიურად ვმუშაობთ, რომ ყოველი მომდენვნო ღონისძიება გავაუმჯობესოთ და, რა თქმა უნდა , მომავალშიც ხშირად გვექნება შესაძლებლობა ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად დავგეგმოთ ისეთი აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს ბიზნესის გარემოს განვითარებას და ურთიერთდაკავშირებას, როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ გარემოში.
გვინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრათ Mercedes- Benz-ის ოფიციალური ღონისძიების მხარდამჭერ კომპანიებს, რომლებიც სრულიად ახალი გამოცდილების შექმნაში დაგვეხმარნენ: Mercedes-Benz Georgia, Mastercard, Lutecia, Aldagi, Lusso Georgia, Favorite, New Group, ELT Group, Entrepreneur Georgia, Tera Leasing, SANI, Bene Comfort, Sheraton Batumi Hotel, GT Group Technologies,The Outlet Village, Kinahan's Irish Whiskey, MontBlanc Vodka, Tequila Corralejo, Color Pack, Rtvelisi, Delfy Georgia, Bene Group, Benefit Magazine, Lusso Auto gallery, Lusso Construction, Lusso Invest, Blu Holding, Chateau Bagrationi, Kairos Logistics, Business Press News, Smart House.