სტარტაპი Tasteit TRMNL4-ისა და Meta-ს აქსელერატორის მონაწილეა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოში დაფუძნებული სტრატაპი, Food სოციალური ქსელი - Tasteit მალე SturtUp Academy 5.0-ის სააქსელერაციო პროგრამაში ჩაერთვება. აქსელერატორი TRMNL4-ისა და Meta-ს ერთობლივი პროექტია, რომლის მეშვეობით 800 აპლიკანტიდან შერჩეულ 30 სტარტაპს, ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა იმუშაოს ლეგენდარულ ფიგურებთან ისეთი ტექნოლოგიური კორპორაციებიდან და კომპანიებიდან, როგორებიცაა: Meta, Spotify, AWS, Wix, Tinder, Headway, Genesis, და სხვ.

Tasteit-ის გუნდი ერთ-ერთია, რომელიც SturtUp Academy 5.0-ის აქსელერატორის ფარგლებში, სფეროს ექსპერტებთან და მენტორებთან ერთად, ინტენსიურ მომზადებას გაივლის ისეთ საკითხებში, როგორებიცაა - მომხარებელზე ორიენტირებული ტექნოლოგიური ბიზნესის შექმნა, ზრდა და განვითარება. აქსელერატორის დასასრულს კი, სტრატაპების დამფუძნებლებს შესაძლებლობა ექნებათ წარდგნენ 60-მდე საინვესტიციო ფონდთან და მოიზიოდონ ინვესტიციები მთელი მსოფლიოდან. SturtUp Academy-ის პროგრამის გასული ოთხი გამოშვების სტარტაპების მოზიდული ინვესტიციების ჯამი 17 მილიონ დოლარს შეადგენს.

"TRMNL4 x Meta-ის საერთაშორისო სტარტაპ აქსელერაციის პროგრამა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ გარემოს ქმნის დამწყები კომპანიებისთვის. შერჩევის პროცესი მოიცავდა აპლიკაციის, Pitch Deck Review-სა და ინტერვიუების ეტაპებს, სადაც გავაზიარეთ ჩვენი ხედვა – Tasteit, როგორც ანტი-დეითინგ აპი, რომელიც ადამიანებს საკვების მეშვეობით აკავშირებს. ჩვენი გუნდის ენერგია, გეგმა და უნიკალური კონცეპტი გახდა მთავარი მიზეზი, რის გამოც ამ პროგრამაში მოვხვდით. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი მოგზაურობის გზაზე, რომელიც დაიწყო საქართველოში – ღვინისა და უნიკალური გასტრონომიის სამშობლოში - ახლა კი, მიემართება გლობალური მასშტაბისკენ." - აღნიშნავს Tasteit-ის დამფუძნებელი, გიორგი ურუშაძე.

Tasteit სოციალური ქსელია, რომელიც ადამიანებს ერმანეთთან გასტრონომიული გემოვნების მიხედვით აკავშირებს. ის გაცნობის აპლიკაციების ერთგვარი ალტერნატივაა, თუმცა მათგან განსხვავებით ქმნის ჯანსაღ ვირტუალურ გარემოს, რომელიც თავისუფალია პირველ შეხვედრასთან დაკავშირებული მოლოდინისგან, სტრესისა და უხერულობისგან. Tasteit საქართველოში 2 წლის წინ გაეშვა, მოგვიანებით კი ბერლინისა და ნიუ იორკის ბაზრებზეც გავიდა.

Tasteit პირველად მხოლოდ იდეით გამოჩნდა სატელევიზიო პროქტში "შარქ თენქ საქართველო" და საწყის ეტაპზე შეძლო პირველი ინვესტიციის მოზიდვა, მოგვინებით კი გაიმარჯვა ისეთ საგრანტო პროგრამებსა და სტარტაპ დაჯილდოებებში, როგორებიცაა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამა - Matching Grants, TBC Business Awards, WSA Global Award, Startup World Cup Regional და სხვ. ოქტომბერში Tasteit-ის გუნდი კალიფორნიაში, სილიქონ ველზე გაემგზავრება და მსოფლიოს უმსხვილეს ფონდებსა და ინვესტორებს გააცნობს თავს.

Business News

საქართველო vs თურქეთი - ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე

საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია

Business News

IN – THROUGH – OUT

"მაგისთანა წყნარი, პატიოსანი, თერაპევტი, ოჯახიშვილი... ჩვენს ქალაქში დიმიტრია გელოვანი...- ეჰ... მოკვდა საწყალი..."