საქართველო A დივიზიონში რჩება | U16 ნაკრების წარმატება - საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს U16 საკალათბურთო ნაკრებმა ისრაელელი თანატოლები ანგარიშით 66:70 დაამარცხა და ევროპის ელიტარულ 16 ნაკრებში ადგილი კვლავ შეინარჩუნა. ისრაელის დამარცხების შედეგად, ჩვენი ნაკრები, ზედიზედ მესამედ, A დივიზიონში იასპარეზებს.
ჯგუფურ ეტაპზე, ქართველ კალათბურთელებს ურთულეს მეტოქეებთან - გერმანიასთან, სერბეთთან და ესპანეთთან მოუწიათ პაექრობა, მერვედფინალში კი D ჯგუფის გამარჯვებულთან, ლატვიის ნაკრებთან ითამაშეს და სოლიდური სხვაობით დამარცხდნენ. ამის შემდეგ, საქართველოს U16 ნაკრები A დივიზიონში დასარჩენ ეტაპზე გადაერთო, სადაც ისრაელის ნაკრებთან გამარჯვება იზეიმა (66:70).
მთელი მატჩის მიმდინარეობისას, საქართველოს ნაკრები ისრაელელ თანატოლებზე უკეთესად თამაშობდა, რაც ანგარიშშიც იყო ასახული (14:22, 12:15, 17:15, 23:18). თუმცა ბოლო მეოთხედში, ისრაელმა "ქამბექის" შესრულება შეძლო და 5 ქულით დაწინაურდა, რამაც ჩვენს კალათბურთელებს ახალი ენერგია შთაბერა: ჯერ გავათანაბრეთ, შემდეგ კი საბა პატაშურისა და გიორგი გოგოლაშვილის უზუსტესი და უმნიშვნელოვანესი სროლებით, 5 ქულით წინ გავიჭერით, რამაც, ფაქტობრივად, მატჩის ბედი გადაწყვიტა.
ქართველი კალათბურთელების მხრიდან, ყველაზე მეტი ქულის მოგროვება ლუკა ფოჩხუამ შეძლო, რომლის ანგარიშზეც 14 ქულა და 6 მოხსნა იყო. მოხსნების რაოდენობით გამოირჩა სანდრო შერვაშიძე, რომელმაც ორმაგი დუბლის შესრულება შეძლო (11 ქულა, 10 მოხსნა).
9-12 ადგილებისთვის ბრძოლაში, საქართველო ტურნირზე ასპარეზობას აგრძელებს: წინ საბერძნეთის ნაკრები გველოდება და მისი დამარცხების შემთხვევაში, რუმინეთი v გერმანიის წყვილის გამარჯვებულს შევხვდებით: შეხვედრა მე-9 ადგილის მფლობელს გამოავლენს.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.