როგორ ხდის ალუმინის კონსტრუქციები მშენებლობას ეკოლოგიურად სუფთას და შენობებს ენერგოეფექტურს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

McKinsey & Company-ის მონაცემებით, 2030 წლისთვის დაბალნახშირბადიან, "მწვანე" ალუმინზე გლობალური მოთხოვნა წელიწადში 62 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2021 წლის 26 მილიონი ტონიდან მოთხოვნა ორნახევარჯერ მეტით გაიზრდება. ექსპერტთა მოსაზრებით, საავტომობილო ინდუსტრიის გარდა, ზრდის მამოძრავებელ ძალას სამშენებლო კომპანიებიც წარმოადგენენ - ფასადებზე ალუმინის კონსტრუქციების გამოყენება შენობებში ენერგოეფექტურობის ახალ დონეს იძლევა მათი მთელი ექსპლუატაციის ვადის განმავლობაში. ამავდროულად, თავად ალუმინის წარმოება მაქსიმალურად ეკოლოგიურად სუფთაა და ასეთი კონსტრუქციებისგან დამზადებული ფასადების გამოყენებით გახსნილი შესაძლებლობები საშუალებას იძლევა განხორციელდეს ყველაზე გაბედული არქიტექტურული იდეები და მონტაჟის სიმარტივის გამო, შემცირდეს საცხოვრებელი შენობების მშენებლობის დრო. სერგეი სოკოლენკო 14 წელზე მეტია ავითარებს და ნერგავს ეკოლოგიურად სუფთა გადაწყვეტილებებს ალუმინის კონსტრუქციების წარმოებაში. სერგეიმ ტექნიკური დირექტორის პოზიციიდან ,,დომუს ალუმინიუმის" ოპერაციული დირექტორის თანამდებობას და პარტნიორობას მიაღწია. დღეს მისი ყურადღების ცენტრში სტრატეგიული საკითხებია, რომელთა შორის მდგრადი განვითარება მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. მისი პროფესიული გამოცდილების წყალობით, ,,დომუს ალუმინიუმის" პროდუქცია არა მხოლოდ აკმაყოფილებს მკაცრ საერთაშორისო სტანდარტებს, არამედ ამკვიდრებს ახალ ტენდენციებს ინდუსტრიაში და წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერს მწვანე მშენებლობის სფეროში.

ნახშირბადის კვალის შემცირება

"გადამუშავებული მასალებისგან ალუმინის წარმოებას 95%-მდე ნაკლები ენერგია სჭირდება, ვიდრე პირვანდელი სახის მასალების შემთხვევაში. იმის გათვალისწინებით, რომ ალუმინის გადამუშავება შესაძლებელია ხარისხის დაკარგვის გარეშე უსასრულოდ რამდენჯერმე, ეს მნიშვნელოვნად ამცირებს CO2-ის გამოყოფის საერთო რაოდენობას მასალის მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში", - ამბობს სერგეი სოკოლენკო და ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ალუმინის კონსტრუქციებს ძალიან ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა აქვთ, მათი გამოყენება ჩანაცვლების გარეშე 50-80 წლის განმავლობაშია შესაძლებელი. ალუმინი მდგრადია კოროზიის, ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ, არ საჭიროებს შეღებვას ან რთულ მოვლა-პატრონობას, რაც ამცირებს მოვლა-პატრონობისა და შეკეთების ხარჯებს შენობის მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. "ალუმინის სიმსუბუქე და მისი თანამედროვე თერმული თვისებები საშუალებას გაძლევთ გაზარდოთ მინის პროცენტული მაჩვენებელი შენობის ენერგომოხმარების გაზრდის გარეშე, რაც ამცირებს დატვირთვას საძირკველზე და საყრდენ კონსტრუქციებზე და ეს პოტენციურად ამცირებს მათთვის მასალების საჭიროებას და, შესაბამისად, მათ ნახშირბადის კვალს. ეს ასევე ამცირებს ტრანსპორტირების ხარჯებს", - ხაზს უსვამს სერგეი სოკოლენკო.

ინვესტირება მომავალში გააზრებული არჩევანის გზით

"ბოლო წლებში პოპულარობას იძენს ტერმინი "სანდო წყაროები" და მჯერა, რომ ეს ცარიელი სიტყვები არ არის. ეს ტერმინი უზარმაზარ სამუშაოს გულისხმობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მომწოდებლებმა დაიცვან CO2-ის გამონაბოლქვთან დაკავშირებული ყველაზე მკაცრი და მუდმივად გაუმჯობესებული მოთხოვნები მათ მიერ წარმოებული პროდუქციის თითოეულ ტონაზე და დაიცვან მაქსიმალურად გონივრული მოთხოვნები გარემოზე ზემოქმედების მინიმიზაციისთვის იმ ადგილებში, სადაც ნედლეულის მოპოვება ხდება", - ამბობს სერგეი სოკოლენკო. ექსპერტის თქმით, გლობალური მასშტაბით, ბოლო წლებში კონტრაქტორების არჩევისას, კლიენტები ყურადღებას ამახვილებენ არა მხოლოდ ფასებზე, მიწოდების ვადებსა და პროდუქციის ასორტიმენტზე, არამედ იმაზეც, თუ როგორ ახორციელებს კომპანია ინიციატივებს ნახშირბადის კვალის შესამცირებლად მის წარმოებაში. ეს მიდგომა კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს ბაზრის მონაწილეებს, რომლებიც გარემოსდაცვით ინოვაციებს ნერგავენ.

ენერგიის მოხმარების შემცირება

"თანამედროვე ალუმინის ფანჯრები და ფასადის სისტემები თბოიზოლაციის და ენერგოდამზოგავი ორმაგი მინაპაკეტით მნიშვნელოვნად ზრდის შენობების ენერგოეფექტურობას. სწორი გადაწყვეტილებების შემთხვევაშიც კი, კერძო სექტორში სითბოს დანაკარგი შეიძლება იყოს 20-25%, ხოლო მრავალბინიან შენობებში - 40%-მდე! ხოლო თუ ფასადის მინაპაკეტი მასიურია, მაშინ დანაკარგმა შეიძლება 60%-ს მიაღწიოს. რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ იმ ადგილებში, სადაც კონსტრუქციები ნიავდება, სითბოს დანაკარგი შეიძლება კიდევ 20-25%-ით გაიზარდოს", - აცხადებს სერგეი სოკოლენკო.

ენერგოეფექტურმა გადაწყვეტილებებმა, მათ შორის თბოეფექტურმა ალუმინის კონსტრუქციებმა და ორმაგი მინაპაკეტის მაღალეფექტურმა ფანჯრებმა, ეს დანაკარგები ორ-სამჯერ შეამცირა ოცი წლის წინანდელ გადაწყვეტილებებთან შედარებით.

გარდა ამისა, თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა, მინაპაკეტი ძალიან მიუახლოვდეს სრულფასოვანი კედლების მაჩვენებლებს.

შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება ასევე ხელს უწყობს ატმოსფეროში გამონაბოლქვის შემცირებას ენერგიის მოხმარების შემცირების გამო, ასევე მცირდება შენობების მოვლა-პატრონობის ხარჯები. სერგეი სოკოლენკოს თქმით, თანამედროვე ალუმინის კონსტრუქციების საფასურის ანაზღაურების პერიოდი 10-15 წელია, ენერგორესურსების ფასების ზრდის გათვალისწინების გარეშეც კი.

სწორი გამოყენება

მხოლოდ ალუმინის კონსტრუქციები შენობას ენერგოეფექტურს ვერ გახდის. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ეს კონსტრუქციები იყოს მაღალი ხარისხის, დამზადებული სისტემის შემქმნელების ყველა ტექნოლოგიური მოთხოვნის, ასევე საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების მკაცრი დაცვით. მეორეც, მნიშვნელოვანია მათი სწორად დამონტაჟება. სერგეი სოკოლენკო აცხადებს, რომ თუ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, სითბოს დაკარგვის თავიდან აცილება შეუძლებელია.

სწორედ ამიტომ, სერგეი სოკოლენკო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ალუმინის კონსტრუქციებთან მუშაობის თითოეულ ეტაპს - პროექტირებიდან ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვებამდე. ის ყურადღებით სწავლობს მომავალი შენობების მახასიათებლებს, მოითხოვს ტექნოლოგიების მკაცრ დაცვას წარმოებასა და კონსტრუქციების მონტაჟისას. კრიტიკულად მნიშვნელოვანია ისეთი დეტალებიც კი, როგორიცაა ალუმინის ელემენტების ჰერმეტულობა, რაც ასევე გავლენას ახდენს ენერგოეფექტურობაზე.

ინოვაცია, როგორც ცხოვრების წესი

სამშენებლო ალუმინის ბაზარი ვითარდება, ჩნდება ახალი ტექნოლოგიები და დიზაინის გადაწყვეტილებები და ,,დომუს ალუმინიუმი" საქართველოში ინდუსტრიული ინოვაციების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა.

სერგეი სოკოლენკოს თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება თბოიზოლაციის უფრო რთული და ეფექტური სისტემების შემუშავებაა, ამ მიზნით იხვეწება თავად პროფილების დიზაინი, ორმაგი მინის ფანჯრებში გამოიყენება ვერცხლის საფარისა და სხვადასხვა მასალის შუასადებების ახალი კომბინაციები.

"ალუმინის კონსტრუქციების ინდუსტრია უფრო მეტი მდგრადობის, ინტელექტისა და ინტეგრაციისკენ მიისწრაფვის, რაც მათ საშუალებას მისცემს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ მომავლის შენობების მშენებლობაში", - აღნიშნავს სერგეი სოკოლენკო.

რეპუტაცია და აღიარება

"დომუს ალუმინიუმის" წვლილი ისეთი ნაგებობების შექმნაში, რომლებიც ენერგოეფექტურია და აკმაყოფილებს "მწვანე" მშენებლობის ყველა პრინციპს, გლობალურ დონეზეა დადასტურებული.

2022 წელს, მშობელმა კომპანია "დომუს"-მა ვერცხლის მედალი მოიპოვა პრესტიჟულ FIABCI-Georgia Prix d'Excellence-ზე, FIABCI-ის საერთაშორისო კონკურსის "Prix d'Excellence Awards"-ის ეროვნულ ეტაპზე, რომელიც უძრავი ქონების სფეროში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მსოფლიო ჯილდოს წარმოადგენს. ჟიურიმ "დომუსი" აღიარა ენერგოეფექტურობის სფეროში მისი გადაწყვეტილებებისა და "მწვანე" შენობების ტექნოლოგიების დანერგვისთვის. ფასადის სამუშაოები იმ პროექტებზე, რომლებმაც ჟიურის მაღალი შეფასება მიიღეს, "დომუს ალუმინიუმმა" განახორციელა. 2024 წელს ჯილდოს საორგანიზაციო კომიტეტმა ცალსახად გამოარჩია "დომუს ალუმინიუმი": "დომუს ჰიპოდრომი"-ს საცხოვრებელი კორპუსის პროექტი ენერგოეფექტურობის კატეგორიაში გამარჯვებული გახდა, რამაც მისი აღიარება განაპირობა. "პროექტისთვის ენერგოეფექტურობისა და მწვანე მშენებლობის კატეგორიაში პროფესიული ჯილდოს მიღება ნიშნავს, რომ ,,დომუს ალუმინიუმი" არა მხოლოდ აკმაყოფილებს, არამედ აღემატება თანამედროვე სტანდარტებს ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი მშენებლობის სფეროში. ეს ადასტურებს, რომ კომპანია წარმატებით აერთიანებს მოწინავე გადაწყვეტილებებს გარემოზე ზემოქმედების მინიმიზაციისთვის და მონაწილეობს ქალაქებისა და თემებისთვის უფრო მდგრადი მომავლის ფორმირებაში, რაც შეესაბამება გლობალურ ტენდენციებს", - აღნიშნავს სერგეი სოკოლენკო.

ხატია გელოვანი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი

Business News

IN – THROUGH – OUT

"მაგისთანა წყნარი, პატიოსანი, თერაპევტი, ოჯახიშვილი... ჩვენს ქალაქში დიმიტრია გელოვანი...- ეჰ... მოკვდა საწყალი..."