რა ხდება ეკრანს მიღმა, როგორ გარდაიქმნა ფილიალის საბანკო მომსახურება მობილურ ბანკინგად

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ცოტა ხნის წინ ბანკი შენობა იყო, შემდეგ — ვებგვერდი, დღეს კი, ეს არის მობილური აპლიკაცია, რომელიც ყოველთვის ჩვენ გვერდითაა — დღის ნებისმიერ დროს, ერთი შეხებით.

ეს ტრანსფორმაცია ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. მობილური აპლიკაცია დღეს უკვე აღარ არის მხოლოდ ციფრული არხი — ის ძირითადი დამაკავშირებელი ხიდია მომხმარებელსა და ფინანსურ სისტემას შორის და სწორედ ამიტომ, მხოლოდ ტექნიკურად გამართული გადაწყვეტა აღარ არის საკმარისი. მობილური აპების განვითარება არ შემოიფარგლება ვიზუალური განახლებით — არამედ აერთიანებს რამდენიმე განსხვავებული ტიპის მომხმარებელს, რომლის მოლოდინებიც შესაბამისად უნდა გაამართლო.

Super App-ები - აპლიკაცია, რომელიც აერთიანებს კომუნიკაციას, გადახდას, დაზღვევას, ინვესტიციას. მომხმარებელი ელის ერთიან ციფრულ სამყაროს — არა აპებს შორის გადართვას, არამედ ერთ მთილიან კონტექსტს.

ჰიპერპერსონალიზაცია - მომხმარებელი არ არის უბრალოდ ციფრი ან სეგმენტი. ის არის ადამიანი თავისი მიზნებით. სწორედ ამიტომ, აპები სწავლობენ მის ქცევას და მას ინდივიდუალურად მორგებულ გამოცდილებას სთავაზობენ.

მოწყობილობაზე ორიენტირებული დიზაინი, ბიომეტრია, Face ID, მოწყობილობის სენსორები — მომხმარებელი დღეს იმავეს ელის საბანკო აპლიკაციიდან, რასაც ელოდება სხვა არაფინანსური ან გასართობი აპებისგან: კომფორტს, სისწრაფეს და ინტუიტიურობას.

გამართულობა ნებისმიერი პირობებში, Offline-first არქიტექტურა, ქეშირება — ეს ყველაფერი იმისთვის, რომ მომხმარებლისთვის აპი ყოველთვის ხელმისაწვდომი იყოს.

რა ხდის აპლიკაციას მნიშვნელოვნად კარგს? - სანამ რომელიმე ფუნქციონალზე ვიტყვით, რომ "მუშაობს", უნდა დავსვათ კითხვები: ვისთვის? რაში ეხმარება? რა ღირებულებას ქმნის? –

გამართული აპლიკაცია ტექნიკურ მოთხოვნებს პასუხობს, ღირებული აპლიკაცია — მომხმარებლის საჭიროებას.

არ არის საკმარისი, რომ რაღაც ჩაირთოს და უბრალოდ იმუშაოს.

საჭიროა, რომ მან გაამართლოს ნდობა, მარტივად განახორციელოს პროცესი, მივცეთ მრავალფეროვანი პროდუქტების არჩევანი და აშ.

დღეს საქართველოში და მსოფლიოშიც, სწორედ ეს უხილავი შრე განსაზღვრავს აპის წარმატებას — როგორ მარტივად დაიმატებს ახალ ფუნქციონალს, რამდენად სწრაფად განახლდება, რამდენად შეუმჩნევლად დაიცავს მომხმარებელს საფრთხისგან.

ჩვენი მთავარი ამოცანაა არა მარტო ტექნიკური გადაწყვეტილებების შექმნა, არამედ იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა გადაწყვეტილება ემსახურებოდეს პროდუქტს და ადამიანებს.

მომხმარებელი არ ამჩნევს კოდს. არ კითხულობს ტექნიკურ დიაგრამებს, მას ან მოსწონს აპლიკაციის გამოყენების პროცესი, ან არა და პასუხს ყოველთვის მივყავართ ხარისხსა და ნდობასთან.