Networking Georgia ბრუნდება! - 2-3 ოქტომბერს წინანდლის მამულში ბენე ექსკლუზივი ყველაზე მასშტაბურ ბიზნეს ღონისძიებას გამართავს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Networking Georgia - წლის ყველაზე პროდუქტიული ღონისძიება ბენე ექსკლუზივის ორგანიზებით 2-3 ოქტომბერს რიგით მესამედ კახეთში, წინანდლის მამულში გაიმართება, რომელშიც 800-ზე მეტი პროფესიონალი და 200-მდე კომპანია ჩაერთვება სხვადასხვა ინდუსტრიიდან.
დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში ბენე ექსკლუზივი სრულიად განსხვავებული კონცეფციით, კიდევ უფრო საინტერესო გზებს შესთავაზებს მონაწილეებს პროფესიული კავშირების დასამყარებლად.
ღონისძიება გააერთიანებს: 800-ზე მეტ პროფესიონალს სხვადასხვა ინდუსტრიიდან, გუნდურ ქვესთს მთავარი პრიზისთვის და უამრავ გათამაშებას პარტნიორი კომპანიების ჩართულობით, 20-ზე მეტ ინტერაქციულ ზონას და ვორქშოფებს, ღვინის თუ კულინარიულ კუთხეებს, ინსპირაციულ გამოსვლებს ბიზნესის, ხელოვნური ინტელექტის, ლიდერობის, მენეჯმენტისა და სხვა აქტუალური თემების გარშემო.
გასულ წლებთან შედარებით Networking Georgia კიდევ უფრო მასშტაბური იქნება და თავს მოუყრის, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ბაზრის ლიდერ კომპანიებსაც, როგორებიც არიან:
Mastercard, Wissol, Studio Liberty, Gepra, Fitpass, Georgian Farmers' Association, Flowmaster, Imedi L, Karcher, Bene Exclusive, Bene Group, Bene Comfort, Leo Institute, Teamboat, Keepz, Aldagi, Nexia, Kairos Logistics, Quissly, Alpha Distribution, ACER, New Group და სხვა.
Networking Georgia ბენე ექსკლუზივის ყველაზე მასშტაბური ბიზნეს ღონისძიებაა, რომელიც თავის თავში ბიზნესის დაკავშირების შესაძლებლობის შექმნასა და გაზიარებას ემსახურება, რაც ბენე ჯგუფის მთავარი ღირებულებაა.
<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Freel%2F1486204495889317%2F&width=500&show_text=false&height=281&appId" width="500" height="281" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>
"წლებთან და დაგროვილ გამოცდილებასთან ერთად გაიზარდა ბენე ჯგუფის მასშტაბებიც და იმ კომპანიების სიაც, ვისთანაც სტაბილურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მიმართულებით, ამიტომ მიმდინარე წელს კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადეთ ღონისძიება, Teamboat-თან, Fitpass-თან და Leo Institute-თან პარტნიორობით.
Networking Georgia არის ყველაზე პროდუქტიული ნეთვორქინგ ღონისძიება საქართველოში. ტრადიციული ღონისძიებებისგან განსხვავებით, ჩვენი მიდგომა განსხვავებულია - ჩვენ ვქმნით კავშირებს ინტერაქტიული გამოწვევების, გუნდური თამაშებისა და შთამბეჭდავი გამოცდილებების გზით არაფორმალურ გარემოში.
ასევე, შევქმენით აპლიკაცია, რომელიც 800-მდე პროფესიონალის, ტოპ-მენეჯერების community-ის მოუყრის თავს, რომელიც გააერთიანებს მონაწილე კომპანიებს სხვადასხვა სფეროდან და მათ წარმომადგენლებს რეგულარული წვდომა ექნებათ შეთავაზებებისა თუ სიახლეების გასაზიარებლად.
გარდა უამრავი საინტერესო აქტივობისა, დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ მოისმინონ ექსპერტების გამოსვლები ყველაზე აქტუალური თემების შესახებ. სასტუმროს ტერიტორიაზე ორი დღის განმავლობაში გაიმართება სპორტული, სააზროვნო თუ გასართობი აქტივობები. პირველი დღე გალა ვახშამით და ცოცხალი მუსიკით დასრულდება, მეორე დღეს კი დილის იოგით და ველნესით დავიწყებთ.
მოსამზადებელი სამუშაოები პარტნიორ ბრენდებთან და სპიკერებთან ერთად უკვე დავიწყეთ, ეს პრაქტიკა უკვე გვაქვს, რომ ჩვენს პარტნიორ ბრენდებს შესაძლებლობა მივცეთ სივრცეში საკუთარი ბრენდი დააინტეგრირონ და გააცნონ საზოგადოებას, არა ტრადიციული, არამედ უფრო დასამახსოვრებელი აქტივობებით.
აქვე მინდა ავღნიშნო, რომ წელს ბენე ექსკლუზივის კიდევ ერთი მნიშველოვანი ღონისძიება Benefit Talk სწორედ წინანდალში აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება, რომლის იდეა და მიზანი უცვლელია, წარმატებულმა ბიზნეს ლიდერებმა აუდიტორიას გაუზიარონ პრაქტიკული იდეები და გამოცდილება იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ბიზნესს ღირებულებების შექმნა- არა მხოლოდ ფინანსურ, არამედ სოციალურ და კორპორაციულ დონეზე.
Benefit Talks აერთიანებს დისკუსიებს მდგრადი განვითარების სტრატეგიებზე, კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე და იმ პრინციპებზე, რომლებიც აუცილებელია, როგორც ორგანიზაციული, ისე პიროვნული ზრდისთვის.
ასე რომ, ძალიან ბევრი და საინტერესო სივრცე თუ აქტივობა გვექნება, რაც დიდ შესაძლებლობას გვაძლევს კიდევ უფრო მრავალფეროვანი იყოს ღონისძიება ჩვენი პარტნიორების ჩართულობით და იმედი მაქვს ყველა დეტალში ნათელი იქნება იქ დამსწრე სტუმრებისთვის, თუ რამხელა ენთუზიაზმით ვმუშაობთ თითოეულ დეტალზე საუკეთესო გამოცდილებების შესაქმნელად და გასაზიარებლად " თამარ ბობოხიძე ბენე ექსკლუზივის ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი.