"მოვლა" — ინოვაციური ქართული პლატფორმა, რომელიც გამწვანების სერვისს სწრაფს, ხელმისაწვდომს და გამჭვირვალეს ხდის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თბილისში დაფუძნებული სტარტაპი მოვლა გამწვანებისა და მოვლის სერვისის სფეროში სრულიად ახალ სტანდარტს აყალიბებს. აპლიკაცია, რომელიც ამჟამად განვითარების ფაზაშია მიზნად ისახავს მებაღეების, ფლორისტების და მომხმარებლების ეფექტურად დაკავშირებას, იქნება ეს ინტერიერის, ექსტერიერის თუ განსაკუთრებით მგრძნობიარე სივრცეების — სასაფლაოების მოვლას. აპლიკაციის საშუალებით და მისი საბსქრიფშენ მოდელით, შეძლებთ მუდმივად მოვუაროთ კერძო ეზოს, კაფეს, ბარს, სასტუმროს და სხვა.

პრობლემა, რომელსაც MOVLA პასუხობს

"მოვლა" რეაგირებს იმ კრიტიკულ პრობლემებზე, რასაც ბევრი თბილისის მაცხოვრებელი და ბიზნესი წლებია აწყდება: დაბალი ხარისხი, არასათანადო შესრულება და სერვისის გაურკვეველი ვადები.

იდეა გაჩნდა პირადი გამოცდილებიდან — თბილისში მცხოვრებმა ადამიანებმა, მათ შორის სტარტაპის დამფუძნებლებმა, არაერთხელ განიცადეს სერვისის შეუსრულებლობა, გაჭიანურება ან უხარისხო შესრულება, რაც განსაკუთრებით მტკივნეული ხდება მაშინ, როცა საქმე საყვარელი ადამიანის საფლავს ეხება. სწორედ ამ პრობლემაზე რეაგირებით დაიბადა "მოვლა" — სერვისი, რომელიც დააბრუნებს ნდობას და გაამარტივებს ამ სენსიტიური სერვისის მიღებას.

როგორ მუშაობს MOVLA

მომხმარებელი რუკაზე ასახავს მისთვის სასურველ ლოკაციას, ირჩევს სპეციალისტს შეფასებების საფუძველზე და დეტალებს განიხილავს ჩათის საშუალებით. გადახდა კი მხოლოდ მას შემდეგ ხდება, რაც შესრულებული სამუშაოს ფოტორეპორტი დადასტურდება.

"მოვლა" ამ ეტაპზე ოპერირებას მხოლოდ თბილისში დაიწყებს, თუმცა სტარტაპის გეგმით, შემდეგ ეტაპზე მოხდება გაფართოება საქართველოს რეგიონებსა და კავკასიის თუ ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებში.

მიზნობრივი აუდიტორია ფართო და მრავალფეროვანია — პლატფორმა გათვლილია როგორც კერძო პირებზე, ისე ბიზნეს მომხმარებლებზე (სასტუმროები, ოფისები, შოურუმები, კაფე/ბარები), ასევე მუნიციპალურ სტრუქტურებზე. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სასაფლაოების მოვლის სერვისზე — სფეროზე, რომელიც დიდ პასუხისმგებლობასა და ყურადღებას საჭიროებს.

აპლიკაციის ძირითადი უპირატესობები მოიცავს:

  • ჩაშენებული რუკა ლოკაციის მოსანიშნად
  • ფოტორეპორტის სისტემა სამუშაოს სანდოობისთვის
  • ავტომატიზებული საგადასახადო მოდული

გუნდი, რომელიც მომხმარებელზე ზრუნვას ტექნოლოგიით ახორციელებს

"მოვლას" სტრატეგიული მიმართულების შექმნაზე ზრუნავენ მისი დამფუძნებლები და ანგელოზი ინვესტორები — ლაშა ყურაშვილი და გური ქოიავა, ორივე მათგანს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს სტარტაპ ეკოსისტემასა და პროდუქტების შექმნაში.

აპლიკაციის ყოველდღიურ მენეჯმენტსა და გამწვანების პროცესების ხარისხზე პასუხისმგებელია პროექტის მენეჯერი — სოფი ზარაფიშვილი, რომელიც ასევე არის "Plantastic"-ის დამფუძნებელი და ფლორისტულ სფეროში 8 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს.

ტექნიკური და დიზაინის გუნდი შედგება ოთხი წევრისგან, რომელთაც აქვთ გამოცდილება ისეთ წამყვან კომპანიებში, როგორებიცაა მაგალითად Setanta Sports, Campa, Biletebi.ge — ეს კომპონენტი უზრუნველყოფს პლატფორმის სტაბილურობას, ინტუიციურ დიზაინსა და მონაცემთა დაცულობას.

გუნდის ძალას მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა, კრეატიულობა, სისწრაფე და შესრულებული სერვისის ხარისხი ქმნის.

"ჩვენთვის მთავარია, რომ გამწვანების სერვისი იყოს ისეთივე ტექნოლოგიური და სანდო, როგორც მაგალითად ტაქსის გამოძახება."

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი