მოდის სფეროში კრეატიული პროცესების მართვა – ESMOD x BTU ახალი კურსი იწყება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მოდის ინდუსტრია მხოლოდ ესთეტიკა და სტილი არ არის — ის ეფუძნება კარგად ორგანიზებულ კრეატიულ პროცესებს, რომლებიც იდეას საბოლოო პროდუქტად გარდაქმნის. კრეატიული პროცესების მართვა მოდის სფეროში გულისხმობს იმ ნაბიჯების დაგეგმვასა და შესრულებას, რომლებიც კოლექციის შექმნას, დიზაინის განვითარებასა და ბაზარზე წარმატებით გაშვებას უზრუნველყოფს.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და მსოფლიოში წამყვანი ფრანგული მოდის ინსტიტუტი ESMOD 2025 წლის შემოდგომაზე ახალ სასერტიფიკატო კურსს იწყებენ – Creative Process Management, რომელიც მოდის სფეროში კრეატიული პროცესების მართვის თანამედროვე სტანდარტებსა და საერთაშორისო გამოცდილებას აერთიანებს.

რას ნიშნავს კრეატიული პროცესების მართვა მოდაში?

კურსი აერთიანებს მოდის ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებებს და სტუდენტებს საშუალებას აძლევს პრაქტიკული და თეორიული ცოდნა მიიღონ:

  • კრეატიული პროცესი – სხვადასხვა კრეატიული მეთოდებისა და ხელსაწყოების შესწავლა, ინოვაციური იდეების გენერირება და პრაქტიკაში გამოყენება.
  • კოლექციის შექმნა – მოდის კოლექციის კონსტრუქციისა და განვითარების პროცესის შესწავლა, ბრიფის შედგენა და იდეების გარდაქმნა დასრულებულ პროდუქტად.
  • ტექსტილის დიზაინი – ტექსტილის წარმოებისა და ხარისხის კრიტერიუმების შესწავლა, მასალების, ქსოვილების და ბოჭკოების შექმნის პროცესის გაცნობა.
  • ტექნიკური დიზაინი – საკერავი მანქანისა და ინსტრუმენტების გამოყენება, ტანსაცმლის ტექნიკური კონსტრუქცია (ზომების ცხრილები, ნიმუშები), პრაქტიკული დავალებები, მათ შორის ქვედაბოლოს შექმნა.

კურსის ფარგლებში დაგეგმილია ვორქშოფები წამყვან ქართულ მოდის სახლებსა და ბრენდებში – MACH & MACH, AVTANDIL, MATERIEL, INGOROKVA.

პროგრამაში ჩართული იქნებიან ESMOD-ის ლექტორები, საერთაშორისო ექსპერტები, მოწინავე კურსდამთავრებულები და საქართველოში წარმატებული პროფესიონალები.

ცნობილი მოდელი - თაკო ნაცვლიშვილი და დიზაინერი ნინა გავაშელი, BTU - სთან ერთად პროექტის ინიციატორები არიან. მათი ჩართულობა სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ მსოფლიო მოდის სფეროში არსებულ გამოწვევებს და გამოცდილებას. სტუდენტებს მათი მხარდაჭერა უწყვეტად ექნებათ რაც სტაჟირებებსა თუ სხვა დასაქმების შესაძლებლობების გაჩენაშიც დაეხმარებათ.

რას მოგცემთ კურსი?

სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა:

  • იმუშაონ ქართულ მოდის სახლებთან და მოდის რითეილში,
  • მონაწილეობა მიიღონ სტაჟირებებში,
  • ლექტორების დახმარებით საერთაშორისო მოდის ქალაქებში მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება.

ESMOD – მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი მოდის ინსტიტუტია, რომელიც 175 წელზე მეტია ოპერირებს და 13 ქვეყანაში 20 სკოლას ფლობს. მისი კურსდამთავრებულები არიან ისეთი სახელები, როგორიცაა Jacquemus, Olivier Rousteing, Alexandre Vauthier, Vestiaire Collective-ის დამფუძნებელი Sophie Hersan და სხვა.