გამჭვირვალე და ეფექტური პროცესები Business Central-ის ლოკალიზებული SMART Accounting და SMART Payroll სისტემებით
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
GTDF-ის ჯგუფში შემავალი Bodbe Hotel წარმატებით იყენებს SMART Accounting და SMART Payroll გადაწყვეტილებებს, რომლებიც Microsoft Dynamics 365 Business Central-ის ლოკალიზებულ ERP სისტემაზეა დაფუძნებული. სისტემამ ოპერაციული პროცესები გააერთიანა ერთ პლატფორმაზე, სადაც თითოეული თანამშრომლის როლი მკაფიოდ არის განსაზღვრული. დანერგვისას გამოიყო სასტუმროს სპეციფიკაზე მორგებული ფუნქციონალი, რაც უზრუნველყოფს მოქნილ და ეფექტურ მართვას
Bodbe Hotel-ი უკვე მეორე ობიექტია GTDF-ის პორტფელიდან, სადაც SMART business Georgia-მ საერთაშორისო ERP სისტემა ქართული ლოკალიზაციით დანერგა. Bodbe Hotel-ს შემთხვევამ დაამტკიცა, რომ ეფექტური მენეჯმენტის დასანერგად აუცილებელია სტაბილური, სანდო და მოქნილი სისტემა, რომელიც ადგილობრივ რეალობაზეა მორგებული. მომავალი პროექტების ფარგლებში იგეგმება თაბორის სასტუმროს გაციფრულება. სწორედ ამ მიზნით, ბოდბეს პროექტის მსგავსად, შეიქმნება "სუფთა" გარემო — იმავე სეთაფებით, რაც Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel -ის იმპლემენტაციისას იქნა შეთანხმებული, რათა ახალ სისტემაში მონაცემები თავიდან, ზუსტად და დამოუკიდებლად შეიყვანონ.
თუ თქვენც ეძებთ სანდო ERP გადაწყვეტილებას სასტუმროსთვის ან ტურისტული ობიექტისთვის, SMART business Georgia გთავაზობთ პერსონალურ კონსულტაციას და პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელიც უზრუნველყოფს შედეგს გამოცდილ პარტნიორებთან ერთად.