გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და BTU-ს ერთობლივი ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის დასრულდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU) უმასპინძლა ხუთდღიან ინტენსიურ სასწავლო ტრენინგს, რომელიც განხორციელდა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women) და ნორვეგიის თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.

სწავლებაში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით შერჩეულმა სამოქალაქო საზოგადოების 23 წარმომადგენელმა მიიღო. ისინი ხელოვნურ ინტელექტსა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მიმართულებით გადამზადდნენ. ინიციატივა ფოკუსირებული იყო AI-ს გამოყენებაზე სტრატეგიულ დაგეგმვაში, პროექტების წერაში, ციფრულ კომუნიკაციასა და ინოვაციური სერვისების შემუშავებაში.

თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად, მონაწილეები პრაქტიკული ჯგუფური სავარჯიშოების დახმარებით, რეალურ სამუშაო პროცესებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების უნარებს დაეუფლნენ.

პროექტმა ხელი შეუწყო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ციფრული კომპეტენციების გაძლიერებას, ტექნოლოგიურ ჩართულობასა და პროფესიული ქსელების ჩამოყალიბებას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიური ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს.

Business News

საქართველო vs თურქეთი - ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე

საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია