15 სექტემბერს ბანკნოტი სერიული ნომრით — 001918 სააუქციონო სახლის, Crown Currency-ის ონლაინ აუქციონზე გაიყიდება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
15 სექტემბერს ბანკნოტი სერიული ნომრით — 001918 სააუქციონო სახლის, Crown Currency-ის ონლაინ აუქციონზე, ნიდერლანდების დროით 13:00-ზე გაიყიდება.
აღნიშნული ციფრთა კომბინაცია საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს, პირველი რესპუბლიკის დაარსების წელს უკავშირდება. 1918 წლის 26 მაისი არის დღე, რომელიც მუდამ გვახსენებს, რომ თავისუფლება ყველაზე დიდი მონაპოვარი და უმთავრესი ღირებულებაა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი საკოლექციო დანიშნულების ევრო ბანკნოტი ლიმიტირებული ტირაჟით, 5000 ცალი დაიბეჭდა ნიდერლანდების დაცული ბეჭდვის, მაღალი უსაფრთხოების დაწესებულება Royal Joh. Enschedé-ში.
აქვე სიამაყით უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის წლის აღმნიშვნელი სერიული ნომერი, (001991) ამავე აუქციონზე რეკორდულ ფასად, 3 500 ევროდ გაიყიდა.
თუ გსურთ, გახდეთ პირველი ქართული ევრო ბანკნოტის, EURO 8000-ის მფლობელი მისწერეთ კომპანიის ოფიციალურ გვერდს - https://www.facebook.com/Treasurium. ბანკნოტის ღირებულება სტანდარტული სერიული ნომრით 170 ევროდან იწყება.
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად კი ეწვიეთ ბმულს და გაიარეთ რეგისტრაცია - www.crowncurrencyauctions.com