Edumentors-მა 2 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა AI მასწავლებლის შესაქმნელად
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბრიტანულ-ქართულმა ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა Edumentors-მა მსოფლიოში პირველი ადამიანის მსგავსი AI მასწავლებლის შესაქმნელად $2 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. ამ დაფინანსებით სტარტაპი შეძლებს შეცვალოს სწავლების მეთოდები და მაღალი ხარისხის განათლება გახადოს მასშტაბურად ხელმისაწვდომი ყველა ქვეყანაში.
ქართველი ანტრეპრენერი მსოფლიოში სწავლების ახალ მეთოდს ნერგავს
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ცოდნის მიღების უამრავი გზა არსებობს, საკუთარი წარმატებული გამოცდილებით სხვისთვის სწავლებაზე უკეთესი მეთოდი არ არსებობს.
სწორედ ამ უნიკალური მიმართულებით შეიქმნა ბრიტანული საგანმანათლებლო პლატფორმა - Edumentors, რომელიც სკოლის მოსწავლეებს აკავშირებს სტუდენტ-რეპეტიტორებთან მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან როგორებიცაა Oxford, Cambridge, LSE და სხვა.
წარმატებული სტუდენტები, ვინც იგივე გამოცდები ცოტა ხნის წინ თვითონ ჩააბარეს უმაღლესი ქულებით, მოსწავლეებს მისაბაძ მაგალითად ევლინებიან. სტუდენტი და მოსწავლე ერთმანეთს იოლად უგებენ და ციფრული ხელსაწყოების დახმარებით სწავლებაც გაცილებით უფრო სახალისო და საინტერესო ხდება. სწორედ ამ მეთოდით, Edumentors-ი უკვე 35 ქვეყანაში ათასობით ბავშვს დაეხმარა ცოდნის გაღრმავებაში. მენტორები გზას უკვალავენ ახალგაზრდებს საკუთარი წარმატებული გამოცდილებით.
საბედნიეროდ, დღეს ხელოვნური ინტელექტი ისე განვითარდა, რომ მას ნებისმიერ ენაზე შეუძლია მაღალი ხარისხის განათლების მიწოდება. ამისთვის საჭიროა სწორი მონაცემთა ბაზა LLM მოდელების დასატრეინინგებლად, მომხმარებლის საჭიროებების კარგად ცოდნა და ძლიერი, კომპეტენტური გუნდი. Edumentors-ი ერთ-ერთი პირველი კომპანიაა მსოფლიოში რომელიც AI მასწავლებელს შექნის. ამ ხელოვნური ინტელექტის მასწავლებელს Edu AI ქვია და მისი საშუალებით კომპანია შეძლებს მილიონობით ბავშვს ბრიტანული სტანდარტის განათლება მიაწოდოს.
პირველი ადამიანის მსგავსი AI მასწავლებელი მსოფლიოში
ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების მიუხედავად, ხარისხიან განათლებაზე წვდომა კვლავ გამოწვევად რჩება. ინდივიდუალური რეპეტიტორების ღირებულება და ადამიანური რესურსების უკმარისობა განათლებას იშვიათ ფუფუნებად აქცევს. შედეგად, მილიონობით ბავშვს არ აქვს წვდომა ხარისხიან განათლებაზე. Edumentors კი სწორედ ამ პარადიგმის შეცვლას გეგმავს.
"ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ბავშვი იმსახურებს მიიღოს მაღალი ხარისხის განათლება მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობს და როგორია მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა. ჩვენი ახალი AI მასწავლებელი საშუალებას მისცემს მილიონობით მოსწავლეს მიიღოს ბრიტანული ხარისხის განათლება," ამბობს Edumentors-ის დამფუძნებელი და დირექტორი – თორნიკე ასათიანი.
აქამდეც ბევრმა კომპანიამ სცადა AI მასწავლებლის შექმნა, თუმცა ვერც-ერთი პროდუქტი ვერ გასცდა პასიურ ვიდეო გაკვეთილებს, წინასწარ ჩაწერილ ვიდეოებს ან ანიმაციის მსგავსი ავატარის მქონე მასწავლებლებს. ამ ხელსაწყოებმა ვერ შეძლეს ადამიანური ურთიერთობების ჩანაცვლება. საჭიროა მიდგომა რომელიც ერთი-ერთში აკოპირებს რეალურ ადამიანის გაკვეთილებს და მოსწავლეს არ გაუჩნდება შეგრძნება რომ მას პროგრამა ასწავლის. Edu AI-ის შექმნა სწორედ მოსწავლისთვის ადამიანის-მსგავსი გაკვეთილების ჩატარებას ისახავს მიზნად. კომპანია გეგმავს გამოიყენოს არსებული სასწავლო პლატფორმა და ისე დაამატოს ხელოვნური ინტელექტი, რომ მოსწავლეებმა კომფორტულად შეძლონ მასთან სწავლა. ეს იქნება ახალი სიტყვა მსოფლიო განათლების სფეროში.
AI მასწავლებელს შეეძლება ადაპტირდეს თითოეული მოსწავლის საჭიროებებზე და სწავლის სიჩქარეზე, მოამზადოს მოსწავლეები სკოლის ყველა საგანში ბავშვისთვის გასაგებ ენაზე და ყურადღება მიაქციოს ისეთ არა-ვერბალურ მინიშნებებს, როგორიცაა სხეულის ენა და სახის გამომეტყველებები.
საერთაშორისო ვენჩერული კაპიტალის ფონდების და ანგელოზი ინვესტორების მხარდაჭერა
$2 მილიონი დოლარის საინვესტიციო რაუნდის წამყვანი ინვესტორია Magna Investments, აბუ-დაბიში დაფუძნებული ვენჩერული კაპიტალის ფონდი. ფონდის დაფინანსებას კი მოჰყვა ანგელოზი ინვესტორების დაინტერესებაც მრავალი ქვეყნიდან. Edumentors-ის ინვესტორებს შორის არიან წარმატებული ქართველები, როგორებიცაა: კალათბურთელი თორნიკე შენგელია, Kaspi Kz-ს დირექტორი, Pulsar AI-ს დამფუძნებელი, საქართველოს ბანკის ყოფილი CEO და სხვები.
ინვესტიცია მოხმარდება არსებული საგანმანათლებლო პლატფორმის განვითარებას, ახალი ბაზრების ათვისებასა და Edu AI-ს შექმნას. Edumentors-ის პლატფორმაზე უკვე გაიყიდა 100,000-ზე მეტი ონლაინ გაკვეთილი და კომპანია განაგრძობს მონაცემების დაგროვებას ყველაზე ეფექტური AI მასწავლებლის დასატრეინინგებლად.
"დაფუძნების დღიდან Edumentors-მა დაიკავა უნიკალური ნიშა. პლატფორმა აკავშირებს ბრიტანეთის წამყვანი უნივერსიტეტების საუკეთესო სტუდენტებს იმ მოსწავლეებთან, რომელთაც ესაჭიროებათ დახმარება სასკოლო საგნებში. სანამ სხვა კომპანიები ამ წარმატებულ სტუდენტებს არც კი განიხილავენ, Edumentors-მა მათ გარშემო ბრენდი შექმნა და უკვე $3 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების გაკვეთილები გაყიდა 35 ქვეყანაში. Edumentors-ის ზრდის ტემპის და AI-ს დახმარებით ინოვაციური პროდუქტების შედეგად, კომპანას პოტენციალი აქვს გახდეს მომდევნო საგანმანათლებლო Unicorn-ი" - ამბობს სტარტაპის წამყვანი ინვესტორი რიჩარდ ჰარგრივსი.
ტრადიციული საგანმანათლებლო ბაზრის მიღმა
Edumentors-ის მომსახურების შედეგად, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მშობლების 98% დიდ პოზიტიურ გავლენას ხედავენ საკუთარი შვილის აკადემიურ მოსწრებაში. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ Edumentors-მა უკვე დაამტკიცა ინოვაციური მიდგომის ეფექტურობა, კომპანის დამფუძნებელი ფიქრობს რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ საგანმანათლებლო სფეროში ფუნდამენტური ცვლილებები გარდაუვალია. Edumentors-ი კი ამ ცვლილებების პირველ ფრონტზე იბრძვის.
კომპანიამ უკვე წარმატებით შექმნა და გაუშვა 3 AI ხელსაწყო: გამოცდების შესაფასებელი აპლიკაცია, ავატარი მშობელ-ინფლუესერი და ონლაინ მასწავლებლებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების AI აგენტი. რიგში შემდეგია Edu AI და AI Co-pilot, რომლებიც ონლაინ განათლებას ახალ საფეხურზე გადაიყვანს.
მსოფლიო ონლაინ რეპეტიტორობის ბაზარი დაახლოებით $27 მილიარდ დოლარს უახლოვდება საშუალოდ წლიური 14.5%-იანი ზრდის ტემპით. ეს ბაზარი საგრძნობლად გაიზრდება, როდესაც ხელოვნური ინტელექტი შეძლებს გაკვეთილების ეფექტურად ჩატარებას გაცილებით დაბალ ფასად. Edumentors-ი მომდევნო Series A საინვესტიციო რაუნდის შემდეგ აშშ-ის ბაზარზე შესვლას გეგმავს, ხოლო მანამდე Edu AI-ს შექმნით კომპანია მიზნად ისახავს გასცდეს ტრადიციული განათლების ფარგლებს და სრულიად ახალი მოთხოვნა შექმნას მსოფლიო საგანმანათლებლო ბაზარზე.