Sponsored Content

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი ევროპის სამართლის რუკაზე – პირველი ქართული უნივერსიტეტი ELPIS-ის ქსელში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი გახდა პირველი ქართული უნივერსიტეტი, რომელიც გაწევრიანდა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ აკადემიურ ქსელში - ELPIS (European Law Faculties Network).

ELPIS არის ევროპის იმ წამყვანი უნივერსიტეტების სამართლის ფაკულტეტების ქსელი, რომლებსაც სურთ ერთობლივად განავითარონ სამართლის სწავლება, კვლევა და აკადემიური მობილობა. ქსელი ორიენტირებულია უპირატესად ევროპის სამართლებრივი სისტემების კვლევასა და ცოდნის საერთაშორისო გაცვლაზე. მისი მიზანია გააღრმავოს თანამშრომლობა უნივერსიტეტებს შორის, ხელი შეუწყოს ინოვაციურ საგანმანათლებლო პროექტებს და შექმნას ახალი სტანდარტები უმაღლესი განათლებისთვის სამართალში.

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი გორაძე, ამბობს, რომ ELPIS-ში გაწევრიანება უნივერსიტეტის სტრატეგიის ნაწილი იყო:

"ეს გადაწყვეტილება არ ყოფილა შემთხვევითი. ეს იყო შედეგი შრომის, ხედვისა და სწორი აქცენტების - პროფესიული სტანდარტების, კონკურენტული და პრაქტიკაზე ორიენტირებული პროგრამების, საერთაშორისო კავშირებისა და, რაც მთავარია, სურვილისა, ვიყოთ აქტიური პარტნიორი და არა პასიური მიმღები ევროპულ აკადემიურ დისკურსში."

ELPIS-ში გაწევრიანება უნივერსიტეტისთვის არ არის მხოლოდ საერთაშორისო აღიარება. ეს ნიშნავს ახალ შესაძლებლობებს სტუდენტებისთვის, ლექტორებისთვის და მთლიანად აკადემიური გარემოსთვის.

სტუდენტებს ეძლევათ დამატებითი წვდომა ევროპულ საუნივერსიტეტო სივრცეზე, შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში, საზაფხულო სკოლებსა და იმიტირებულ პროცესების შეჯიბრში, ამასთან იმუშაონ საერთაშორისო აკადემიურ ჯგუფებთან და გაიღრმავონ ცოდნა სამართალში.

ლექტორებისთვის ეს არის ახალი საგანმანათლებლო მოდულები, ერთობლივი კურსები და კვლევითი კოლაბორაციები, კონფერენციები და ცოდნის გაცვლის ახალი პლატფორმები.

2027 იქნება წელი, როცა საქართველო სამართლის განათლების რუკაზე კიდევ უფრო გამოკვეთილად გამოჩნდება. 2027 წელს, სწორედ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი უმასპინძლებს ქსელის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას - ყოველწლიურ შეხვედრასა და კონფერენციას, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საბაუნის მზარდი როლს სამართლის საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში.

"ეს არის ქვეყნის შესაძლებლობა, ევროპასთან სამართლის სფეროში დიალოგი არა მხოლოდ მოისმინოს, არამედ წარმართოს კიდეც", - ამბობს გორაძე.

რატომ არის დღეს საბაუნის სამართლის ფაკულტეტი საუკეთესო არჩევანი?
დეკანის თქმით, დღეს უნივერსიტეტი სტუდენტს სთავაზობს ისეთ გარემოს, რომელიც აკადემიურ ცოდნას საერთაშორისო კავშირებით და რეალურ გამოცდილებებზე დაფუძნებული სწავლის მოდელით აერთიანებს.

"ჩვენთან სწავლა ნიშნავს სამართლის როგორც ცოცხალი, მოქმედი სისტემის გაგებას. ეს არ არის მხოლოდ თეორია — ეს არის პრაქტიკული მზადყოფნა ცვალებადი სამყაროსთვის."

ELPIS-ის წევრობით სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი აქტიურად ერთვება ევროპის აკადემიურ წრეში, რაც მის სტუდენტებს, ლექტორებს და საბოლოოდ, ქართულ სამართლის სივრცეს ახალ პერსპექტივებს უხსნის.