Sponsored Content

მერე ბარათით თანხის განაწილება უკვე საზღვარგარეთაც შეგიძლია: გაანაწილე 6 თვეზე მოგზაურობისა და შოპინგის ხარჯები, ეფექტური 0%

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ფარგლებს გარეთ შეძენილი ნებისმიერი ნივთი ან მომსახურება ხშირად გულისხმობს ერთიანად მნიშვნელოვან ხარჯს — იქნება ეს ავიაბილეთები, სასტუმროსა თუ აპარტამენტის ჯავშანი, კონცერტის ბილეთები ან შოპინგი საყვარელი ბრენდების მაღაზიებში. თავის მხრივ, ასეთი ერთჯერადი, დიდი დანახარჯები საჭიროებს გონივრულ ფინანსურ დაგეგმვას და მოქნილ გადაწყვეტილებას, რომელიც თავისუფლად დახარჯვის და ხარჯის მომდევნო თვეებზე განაწილების საშუალებას მოგვცემს.

მერე ბარათი სწორედ ასეთ მომენტებში გიმარტივებს ცხოვრებას — შეგიძლია შეიძინო დღეს და თანხა კომფორტულად გაანაწილო მომდევნო 6 თვეზე, ეფექტური 0%-ით, ყოველგვარი დამატებითი პროცენტის გარეშე. მერე ბარათით თანხა 6 თვეზე შეგიძლია გაანაწილო: Booking.com, Airbnb, EasyJet, Wizz Air, Pegasus, Flixbus, Viagogo, Temu, Amazon, 6pm, Adidas, Farfetch, Mytheresa და უამრავ სხვა პლატფორმაზე.

ეს სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ფინანსურ მოქნილობას აფასებს და ცდილობს, ხარჯები გონივრულად დაგეგმოს — ისე, რომ არც სიამოვნება მოიკლოს, გეგმებიც სწორად დაალაგოს და ახალი გამოცდილებაც მიიღოს.

ზოგჯერ მოულოდნელად ჩნდება კარგი სამოგზაურო შეთავაზება ან მეგობრები ბოლო წუთს გადაწყვეტენ სადმე წასვლას… ჩვენ კი ამ მოულოდნელობას მოუმზადებლები ვხვდებით. ესეთ დროს მნიშვნელოვანია, თანხის ნაკლებობამ არ შეგაკავოს, იმოგზაურო მაშინ, როცა ყველაზე მეტად გინდა; ან, როცა ყველაზე ხელსაყრელი შანსი ჩნდება.

ასეთ სიტუაციებში აღარ მოგიწევს გეგმების გადადება, რადგან მერე ბარათის მეშვეობით მოგზაურობა უკვე ხელმისაწვდომი და მარტივია.

დაგეგმე მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით მოგზაურობა "მერე" ბარათით: შეიძინე ფრენის ბილეთები, სასტუმროს ნომერი ან აპარტამენტი, ევროპის ქვეყნებს შორის გადაადგილება, სხვადასხვა გასართობი ღონისძიების ბილეთები და სრული ხარჯი გაანაწილე 6 თვეზე, ეფექტურ 0%-ად. მარტივად რომ ვთქვათ, გადასახდელი ზუსტად იმდენია, რამდენიც დახარჯე, არანაირი დამატებითი პროცენტი!

ამასთან, პარტნიორების სია მუდმივად განახლებადია და ეტაპობრივად ემატება სხვადასხვა ტურისტული კომპანიები/სერვისები.

რადგანაც უცხოური ვებგვერდებიდან გამოწერის სერვისით ბევრი მომხმარებელი სარგებლობს, სილქ ბანკის "მერე" ბარათის შეთავაზებები ონლაინ შოპინგზეც ვრცელდება.

კერძოდ, "მერე" ბარათი საშუალებას გაძლევს, საყვარელი ბრენდების მიმზიდველი შეთავაზებებით ისარგებლო და თავი არ შეიზღუდო სრული თანხის არქონის გამო.

იშოპინგე საზღვარგარეთ სხვადასხვა კატეგორიების 100-მდე ონლაინ მაღაზიაში: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ტექნიკა, აქსესუარები, პარფიუმერია, საბავშვო და უნივერსალური მაღაზიები. ყიდულობ ახლა და იხდი 6-თვიანი, 0%-იანი განაწილებით.

"მერე" ბარათით გამოწერის ხარჯების განაწილებაც შეგიძლია, ისარგებლე პარტნიორი კომპანიის — კივი პოსტის — საფოსტო გზავნილების ჩამოტანის სერვისით და გაანაწილე ტრანსპორტირების ხარჯი 3 თვეზე, ეფექტურ 0%-ად.

თუ ჯერ არ გაქვს მერე ბარათი, მისი აღება სრულიად უფასოდ შეგიძლია:

გაქვს ახლა, იხდი მერე!