კონკურსი აკადემიური პერსონალისთვის გრძელდება - SEU-ს სრულად დაფინანსებული MIT-ის პროგრამა და პირდაპირი კავშირი მეწარმეობისა და ინოვაციების ლიდერებთან
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სპეციალურად აკადემიური პერსონალისთვის, ვისაც სურს უშუალოდ მონაწილეობა მიიღოს და ადგილზე მოისმინოს, როგორ ხორციელდება მეწარმეობისა და ინოვაციების სწავლება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტში, SEU კვლავ აცხადებს კონკურსს სრულად დაფინანსებულ, 3-კვირიან პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU რეგიონში ერთადერთი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა, რომელსაც ისეთ სტრატეგიულ პარტნიორთან აქვს თანამშრომლობა, როგორიცაა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (MIT) - მსოფლიო ლიდერი ტექნოლოგიური და სამეწარმეო განათლების სფეროში. SEU არამხოლოდ GLEEN-ის (Global Leaders of the Entrepreneurship Educators Network) თანადამფუძნებელია MIT-ის სამეწარმეო ცენტრთან ერთად, არამედ აქტიურად უზრუნველყოფს საკუთარი სტუდენტებისთვისა და აკადემიური პერსონალისთვის პრაქტიკული განათლების ხელმისაწვდომობას გლობალურ დონეზე. თანამშრომლობის ფარგლებში SEU ყოველწლიურად აგზავნის 5 ლექტორს MIT-ის კამპუსში სპეციალური გადამზადებისთვის, სადაც ინდუსტრიების ლიდერებთან ერთად სწავლობენ მეწარმეობის, ტექნოლოგიური ტრანსფერისა და ინოვაციური ეკონომიკის სწავლის მეთოდოლოგიურ მიდგომებს, რაც საშუალებას აძლევს მათ გააუმჯობესონ სასწავლო კურსების ხარისხი და რელევანტურობა.
სპეციალურად აკადემიური პერსონალისთვის, ვისაც სურს უშუალოდ მონაწილეობა მიიღოს და ადგილზე მოისმინოს, როგორ ხორციელდება მეწარმეობისა და ინოვაციების სწავლება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტში, SEU აცხადებს კონკურსს სრულად დაფინანსებულ, 3-კვირიან პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. შერჩეული კანდიდატები გაივლიან MIT-ის "დისციპლინირებული ანტრეპრენერობის ჩარჩოებს", სიღრმისეულად გაეცნობიან და შეისწავლიან "დისციპლინირებული ანტრეპრენერობის 24 ნაბიჯსა და 15 სტარტაპ-ტაქტიკის მეთოდოლოგიას". ასევე, მათ მიეცემათ შესაძლებლობა გაეცნონ MIT-ის სამეწარმეო ცენტრის სტარტაპ აქსელერატორებსა და პროგრამებს. ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ბოსტონის მრავალფეროვანი და მაღალგანვითარებული ინოვაციური ეკოსისტემის უშუალო შესწავლაზე. ეს ეკოსისტემა, რომელიც გლობალურ დონეზე ერთ-ერთ წამყვან ჰაბად მიიჩნევა ტექნოლოგიური სტარტაპების, ვენჩურული კაპიტალისა და კვლევაზე დაფუძნებული ინოვაციების სფეროში, SEU-ს აკადემიურ წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს, შეიძინონ ღრმა და კომპლექსური ცოდნა სტარტაპ-გარემოს ეფექტიანი მოდელირებისა და მართვის შესახებ.
სრულად დაფინანსებულ პროგრამაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს აღნიშნულ ბმულზე 31 ივლისის, 18:00 საათამდე. აღსანიშნავია, რომ გლობალური ანტრეპრენერული განათლების მხარდასაჭერ პროექტში მონაწილეობის მიღება SEU-ს აკადემიური პერსონალის გარდა, შეუძლია ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროს ნებისმიერ წარმომადგენელსაც, ან სხვა უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, ვისაც მომავალში სურვილი აქვს, შეუერთდეს SEU-ს აფილირებული აკადემიური პერსონალის გუნდს.
MIT-ში მიღებულ გამოცდილებაზე საუბრისას, პროგრამის მონაწილეები ხაზს უსვამენ სისტემის ავტორებთან უშუალო შეხების განსხვავებულ და უნიკალურ ბუნებას. "MIT-ის ისტორიისა და მისი პოზიტიური გავლენების განხილვისას ინოვაციების, ფინანსების, მენეჯმენტისა და ტექნოლოგიების მიმართულებით უამრავ თემაზე შეგვიძლია ვისაუბროთ. ეს პროგრამა, რომელიც კონკრეტულად მეწარმეობას ეძღვნება, წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს კვლევით და სასწავლო ცენტრს. პირველწყაროსთან უშუალო შეხება განსხვავებული და უნიკალური გამოცდილების საწინდარია – როდესაც ურთიერთობა გაქვს თავად სისტემის ავტორსა და შემქმნელთან, ეს პირდაპირ აისახება ხარისხსა და შინაარსობრივ ღირებულებაზე. აღნიშნულს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება როგორც აკადემიურ მიმართულებაზე, ასევე ბაზრის განვითარების პერსპექტივაზე. MIT-ის ფილოსოფია და კონცეფცია მეწარმეობას აღიქვამს, როგორც პროფესიას, რომელიც შეიძლება ჩამოყალიბდეს დისციპლინირებული მეწარმეობის სახით. ამ მიდგომების შესახებ დისკუსია და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება გვაძლევს შესაძლებლობას, ეს ცოდნა, გამოცდილება და დოვლათი ჩამოვიტანოთ საქართველოში და ეფექტურად გავავრცელოთ", – აღნიშნავს პროგრამის მონაწილე, ბიზნესკონსულტანტი და ანგელოზი ინვესტორი – პაატა შურღაია.
"MIT-დან დაბრუნების შემდგომ გუნდმა აქტიურად ვიმუშავეთ და დავდეთ სამწლიანი სამოქმედო გეგმა SEU-ს ბაზაზე MIT MTC GLEEN Georgia-ს სამეწარმეო და აქსელერაციის ცენტრის შექმნასა და განვითარებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინსტიტუციის ფარგლებში დაგეგმილია MIT-ის სამეწარმეო ცენტრის მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული ტრენინგების, პრე-აქსელერაციის და აქსელერაციის პროგრამების მასშტაბური გაშლა.
ჩვენს სტრატეგიაში მკაფიოდაა განსაზღვრული MIT-ის მეთოდოლოგიასა და პრაქტიკებთან ადგილობრივ რეალობაზე მორგებული მიდგომების ჰარმონიული შერწყმა. მაგალითისთვის, საქართველოში ვნერგავთ ანტრეპრენერშიპის სამდონიან სასწავლო მოდელს – საბაზისო ტრენინგებიდან აქსელერაციის პროგრამამდე. ასევე, ვგეგმავთ სამენტორო პლატფორმას, სტარტაპებისთვის ჰაკათონებისა და პიტჩინგ ღონისძიებების სისტემურ ორგანიზებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება 24 ნაბიჯის და 15 ტაქტიკის მეთოდოლოგიების ადაპტაცია SEU-ს სასწავლო პროცესსა და აქსელერაციის პროგრამებში, ექსკლუზიური პირობებით SEU-ს სტუდენტებისთვის, თუმცა ასევე ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული ადგილობრივი თუ რეგიონული სტარტაპერისთვის. აღნიშნული პროგრამების გავლის შემდგომ გაიცემა SEU-სა და Martin Trust Center for MIT Entrepreurship-ის ერთობლივი სერტიფიკატი, რაც ნამდვილად უნიკალური შესაძლებლობაა არამარტო საქართველოში, არამედ ჩვენს რეგიონში", - აღნიშნავს ნათია ჯიბლაძე, SEU-ს ასოცირებული პროფესორი, PhD, CXAC, კვლევითი და საკონსულტაციო სააგენტო CX Hub-ის დამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ SEU-სა და MIT-ის მჭიდრო თანამშრომლობით რეგიონში დაიწყო სამთვიანი სასწავლო პროგრამა, რომელიც ეფუძნება MIT-ის მეთოდოლოგიას და ხორციელდება GLEEN SEU Under Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-ის კურატორობით. პირველი მოდული, განკუთვნილი დამწყები და მომავალი მეწარმეებისთვის, ვინც ახალს ეძებს ან ზოგადი ცოდნა სურს მეწარმეობის სფეროში, უკვე დასრულდა და მონაწილეებს გადაეცათ ორმაგი სერტიფიკატი SEU-სა და Martin Trust Center-ის მიერ.
გარდა ამისა, პარტნიორობა მოიცავს Global Leaders of the Entrepreneurship Educators Network (GLEEN)-ის კვარტალურ შეხვედრებს, რომელთაც ესწრებიან საქართველოს, კანადის, ავსტრიის, ბრაზილიის და სამხრეთ აფრიკის უნივერსიტეტები და სადაც ერთობლივად განიხილავენ სტარტაპებისა და სამეწარმეო განათლების განვითარების სტანდარტებს. ამჟამადაც SEU-ს გუნდი, იმყოფება ამერიკაში, MIT-ში და GLEEN-ის წევრებთან ერთად მუშაობენ სტრატეგიულ გეგმაზე.