იმედი L-მა ბრენდის განახლებული სტრატეგია და ვიზუალური იდენტობა წარადგინა. მომხმარებელზე მორგებული სადაზღვევო პროდუქტები უკვე ყველა მიმართულებით ხელმისაწვდომია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სადაზღვევო კომპანია იმედი L 30 წლისაა და მომხმარებელს განახლებულ ბრენდის კონცეფციას სთავაზობს.
30 წლიანი ისტორიის განმავლობაში, იმედი L-მა მომხმარებელს არაერთი სიახლე შესთავაზა როგორც პროდუქტების, ასევე სერვისების მიმართულებით. წლების განმავლობაში, იმედი L მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს ჯანმრთელობის დაზღვევის ინდუსტრიის განვითარებას და მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინებით მოქმედებდა. დროის გასვლასთან ერთად, აუცილებელი გახდა ბრენდის სტილისა და ვიზუალის მორგება დღევანდელობასთან და დღეს არსებულ მომხმარებელთან. სწორედ ამიტომ, გადაწყდა ბრენდის განახლებული იდენტობის და სტრატეგიის შემუშავება.
იმედი L ისტორიულად ორიენტირებულია მომხმარებლისთვის კომფორტული და საჭირო გადაწყვეტების შეთავაზებაზე. თუმცა განახლებული სტრატეგიის ფარგლებში, არსებულ ბირთვს მაქსიმალური პერსონალიზაცია, ემპათია და მეტი ინდივიდუალიზმი შემატა.
ბრენდის განახლებულ სტრატეგიაზე ნინო კუპრაშვილმა იმუშავა, ხოლო ვიზუალურ იდენტობაზე გიორგი ბოხუამ.
იმედი L არის პარტნიორი, რომელიც ადამიანების სთავაზობს მაქსიმალურად მორგებას სწორედ იმ საჭიროებებზე, რაც მათ რეალურად გააჩნიათ. ბრენდის მთავარი მიზანია, რომ მომხმარებელს ზუსტად ის პროდუქტი და სერვისი შესთავაზოს, რაც მათ რეალურ ღირებულებას შეუქმნის.
"ადამიანების ყოველდღიური, რეალური საჭიროებების გაანალიზება და მათთვის გონივრული გადაწყვეტების შეთავაზება იმედი L-ის განახლებული სტრატეგიის მთავარი მიზანია.
ადამიანების ცხოვრების განსხვავებული სტილიდან გამომდინარე, მათ ინდივიდუალური და მორგებული ზრუნვა სჭირდებათ. ჩვენი ყოველდღიურობა ხშირად არ მიყვება წესებს და შესაბამისად არც სტანდარტული გადაწყვეტილებები გვეხმარება. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მომხმარებელი დავიცვათ ზუსტად ისე, როგორც ეს მათ სჭირდებათ.
ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ადამიანებს რეალური და პრაქტიკული გადაწყვეტილებების მოძიებასა და განხორციელებაში." - ნინა იანკოვსკაია, მარკეტინგის და კომუნიკაციის დეპარტამენტის დირექტორი.
წლების განმავლობაში, იმედი L იყო კომპანია, რომელიც ადამიანებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა რისკისგან იცავდა. განახლებული ბრენდის ფარგლებში კი, იმედი L აზღვევს არა მხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ ქონებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ რისკს. ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს დაცვის სრულ ეკოსისტემას - ნებისმიერი ტიპის დაზღვევას, მორგებულს მის ცხოვრების სტილსა და საჭიროებებზე.
იმედი L ადამიანების გვერდითაა ცხოვრების ყველა ეტაპზე, იქნება ეს დაბნეულობა, უეცარი ცვლილებები, სიხარული თუ შიში. ნებისმიერი ემოცია და ნებისმიერი ცხოვრებისეული თავგადასავალი, ერთგულ დაცვას საჭიროებს, რასაც იმედი L მომხმარებელს სთავაზობს.
"შეგვიძლია სიამაყით ვთქვათ, რომ იმედი L არის სადაზღვევო კომპანია, რომლის მთავარი ღირებულება არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა, არამედ თანადგომაა. თანადგომა მაშინ, როცა ცხოვრება ახალ, უფრო საინტერესო ეტაპზე გადადის და თანადგომა მაშინაც, როცა ყველაფერი უეცრად იცვლება.
ბრენდის მიზანია მომხმარებელს შეუქმნას არა მხოლოდ ფინანსური უსაფრთხოება, არამედ უკეთესი ცხოვრება, რომელშიც ადამიანი არც ერთ მნიშვნელოვან ეტაპს არ გაატარებს მარტო.
ჩვენ დაზღვეულებს ვთავაზობთ პერსონალიზებულ დაცვას, ზუსტად იმ საჭიროებებზე მორგებულს, რაც ნებისმიერი ტიპის მომხმარებელს გააჩნია. სწორედ აქედან მომდინარეობს ჩვენი ახალი სლოგანიც - დაზღვევა, რომელსაც ირგებ.- ნინა იანკოვსკაია, მარკეტინგის და კომუნიკაციის დეპარტამენტის დირექტორი.
ნინო კუპრაშვილი: "იმედი L-ის რებრენდინგი არამხოლოდ ახალი იდენტობაა, არამედ რეალურად გადააზრებული, კომპანიის დღევანდელობას მორგებული ახალი სტრატეგია, რომელიც შექმნილია ბრენდის ძლიერი მხარეებისა და რეალური ხასიათის მაქსიმალური გათვალისწინებით. ახალი პლატფორმის ამოცანაა, რომ დაზღვევა დაამკვიდროს, როგორც ყოველდღიური, ადვილად ხელმისაწვდომი პროდუქტი, ხოლო იმედი L, როგორც ბრენდი, რომელიც აღიარებს და აფასებს ადამიანების განსხვავებულობას და ამ განსხვავებების შესაბამის საჭირო პროდუქტებს სთავაზობს მომხმარებელს, ყველა შესაძლო სიტუაციაში.
იმედი L არის რეალური, პრაქტიკული პარტნიორი, რომელსაც ესმის თითოეული მომხმარებლის, კარგად იცის დაზღვევა და კონკრეტულ გადაწყვეტას სთავაზობს მომხმარებელს, მისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე. ამავდროულად, ბრენდი ქმნის დაზღვევის ეკოსისტემას, რომელიც თითოეულ ადამიანს მასზე მორგებული დაცვის სრულ პაკეტს შესთავაზებს.
სწორედ ეს მიდგომა, მორგება ადამიანის რეალურ ყოველდღიურობას და არა მხოლოდ კრიზისის მომენტებს, გამოარჩევს ბრენდს და გვაძლევს ძალას, რომ დაზღვევა ადამიანებისთვის უფრო ახლო და მარტივი პროდუქტი გახდეს."
გიორგი ბოხუა - "ვიზუალურ იდენტობაზე მუშაობისას გვქონდა ორი არჩევანი - ლოგო ყოფილიყო ე.წ ვორდმარკი, სადაც ბრენდის სახელწოდების იდენტობას ტიპოგრაფია წარმოადგენს, ან ყოფილიყო სიმბოლოზე დაფუძნებული ლოგო.
იქიდან გამომდინარე, რომ იმედი L - ში ინგლისური სიმბოლო L ვიზუალურ კონტექსტში სიმბოლურ ელემენტად შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული, გადავწყვიტეთ ახალი სიმბოლიკა არ დაგვემატებინა და შევიმუშავეთ ვორდმარკი, სადაც სიმბოლო L ოდნავ სტილიზებულია. ასევე შევიმუშავეთ სახელწოდებისთვის ახალი ტიპოგრაფია ქართულ და ინგლისურ ენებზე.
რაც შეეხება ფერებს, ბრენდის პირველად ფერად ავარჩიეთ Matisse Blue, ეს ის ლურჯია, რომელსაც ჰენრი მატისი იყენებდა თავის კოლაჟებსა და ლითოგრაფიაში. ამ ფერის ხასიათი ბრენდის კორპორატიულობას და ჰუმანურობას უსვამს ხაზს. მეორადი ფერები კი, გაჯერებული პალეტიდანაა შემდგარი, რაც ციფრულ სამყაროში თანამედროვე, ხალისიან და დასამახსოვრებელ ეფექტს ქმნის."
განახლებული ბრენდის ფარგლებში ვიდეო რგოლი დამზადდა, რომელიც ხაზს უსვამს ბრენდის მთავარ გზავნილს - მორგებულობას ისე, როგორც ეს მომხმარებელს სჭირდება. ვიდეო რგოლი კრეატიულ სააგენტო - ლივინგსტონთან ერთად მომზადდა.