Sponsored Content

გურჯაანის ღვინის ფესტივალი – იქ, სადაც მითიც და რეალობაც ერთმანეთს ხვდება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

1977 წელს, როდესაც "ვოიაჟერის" ბორტზე ქართული პოლიფონიური სიმღერა "ჩაკრულო" გაიგზავნა, როგორც მოსალოდნელი იყო ამბავი ვარსკვლავებისკენ სწრაფად გავრცელდა. ამბობენ, კოსმოსში მოხვედრის შემდეგ სიმღერის ხმები თითქოს სინათლის წერტილებად, მშვიდობისა და მეგობრობის ჰარმონიად იქცა. მითია თუ რეალობა, ამაზე აღარავინ ფიქრობს, თუმცა ფაქტია ის დღემდე ბრუნავს გურჯაანის სამყაროშ და ქვევრის ღვინის სურნელშიც აღიქმება.

ცნობილია, რომ "ჩაკრულოს" პირველი ჩანაწერი ზაქარია ფალიაშვილმა სოფელ ვაჩნაძიანში გააკეთა. "ვოიაჟერების" ბორტზე კი, ქართული პოლიფონიური სიმღერა "ჩაკრულოს" ის ვერსია მოხვდა, რომელიც ილია ზაქაიძემ და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგის მკვიდრმა როსტომ საგინაშვილმა შეასრულეს. სიმღერა ისეთი ცოცხალი გახდა, რომ ადგილობრივები ამბობენ – ვინც ერთხელ მოისმენს "ჩაკრულოს", ის სამუდამოდ გურჯაანის მითიურ სამყაროსა და ღვინის მრავალხმიანობაში რჩება. ამიტომაც ეს პოლიფონია მეგობრობის ჰიმნად მიიჩნევა და დღესაც კაცობრიობის არამატერიალურ მემკვიდრეობად არის აღიარებული.

ძველი მეღვინეები სპეციალურ რიტუალზეც მიანიშნებდნენ და ამბობდნენ, რომ "ჩაკრულოს" მოსმენამდე პატარა თასები სუფთა ქვევრის ღვინოთი უნდა შეავსო და ხმების ჰარმონია, რომლებიც ერთმანეთს ერწყმის, უჩვეულო გარემოს შეგიქმნის. რადგან ლეგენდის მიხედვით, თუ სიმღერა ღვინის სურნელით შეზავებულ გარემოში შესრულდებოდა, ღვინო უფრო მეტხანს ინახავდა სულიერ ენერგიას და სუფრაზე ბედნიერებას ასხივებდა.

დღესაც, გურჯაანის ღვინის ფესტივალზე ეს უჩვეულო ჰარმონია გაცოცხლდება: წითელი, თეთრი, ახალგაზრდა და დაძველებული ღვინოები იმ მრავალხმიანობას შექმნიან, როგორც ხმები "ჩაკრულოში". თითოეული ჭიქა ერთი ახალი ისტორიაა – ერთდროულად გრძნობ სიხარულს, გემოვნებასა და მეგობრობას. ამბობენ, თუ ყურადღებით მოუსმენთ, ხმებთან ერთად ღვინის არომატებიც ერთმანეთს ერწყმის და ტკბილად მღერიან, თითქოს თვითონ ბუნებაც მრავალხმიანობაშია ჩართული.

11 ოქტომბერს, ახტალის პარკში, გელოდებით გურჯაანის ღვინის ფესტივალზე – იქ, სადაც მითიც და რეალობაც ერთმანეთს ხვდება, ხმები ღვინოში ირევა და ყოველი ღვინის წვეთიც სიხარულის სიმღერად იქცევა, სადაც სტუმარი მხოლოდ ღვინოს კი არ აგემოვნებს – ის თავად ლეგენდის მონაწილე ხდება.