Sponsored Content

"აგროსფერო" ახალგაზრდების ხელშემწყობ პროგრამებს აგრძელებს – კომპანია სტიპენდიას კიდევ 6 სტუდენტს გადასცემს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანია "აგროსფერო" არაერთი საგანმანათლებლო პროგრამის ინიციატორია. მათი მიზანი ამ სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდების წახალისება და სამომავლოდ პროფესიონალი და კვალიფიციური კადრების მომზადებაა.

ერთ-ერთი გამორჩეული ინიციატივა, რომელსაც კომპანია უკვე მე-4 წელია, აგრარულ უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებს, სასტიპენდიო პროგრამაა. წელსაც "აგროსფერომ" ტრადიციულად მაღალი მოსწრების 6 სტუდენტი შეარჩია და მათ ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიური სტიპენდია დაუნიშნა. სტუდენტებს, ასევე, ექნებათ შესაძლებლობა "აგროსფეროს" ბაზებზე გაიარონ სტაჟირება და თეორიულ ცოდნის გაღრმავებასთან ერთად, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილებაც.

სტიპენდიატები აგრონომიის, მევენახეობა-მეღვინეობისა და მექანიკის ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამების III და IV სტუდენტები არიან, რომლებიც უნივერსიტეტის შეფასებებისა და გასაუბრების საფუძველზე შეირჩნენ.

"ყოველ წელს ვხედავთ ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამების შედეგს – ახალგაზრდების გაზრდილ მოტივაციას თუ მეტ ინტერესს აგრომეურნეობის მიმართ. "აგროსფეროს" ინიციატივების მიზანიც სწორედ ეს არის.

გვიხარია, რომ ამ მიმართულების განვითარებაში პატარა წვლილი ჩვენც შეგვაქვს, თუმცა ისიც ვიცით, რომ ეს საკმარისი არ არის. ამიტომ ამ ტიპის პროგრამებს მდგრადი ხასიათი ექნება და "აგროსფერო" მომავალშიც არაერთ ახალგაზრდას დაეხმარება ცოდნის გაღრმავებასა თუ საკუთარი უნარების გამოვლენაში", – ამბობს "აგროსფეროს" HR ჯენერალისტი, თაკო ბარვენაშვილი.

"აგროსფერო" სასტიპენდიო და სტაჟირების პროგრამების გარდა, არის აგრარული უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრაქტიკული საგნის "აგროპროექტის" მხარდამჭერიც, რომელიც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს უნივერსიტეტში გამოყოფილ სპეციალურ ნაკვეთზე თავად მოიყვანონ სხვადასხვა სამეურნეო კულტურა. კომპანია კულტურების ზრდისთვის საჭირო პროდუქციას უნივერსიტეტს ყოველწლიურად სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს.