Site Up 2025 - მიიღე 10 000 ₾ ღირებულების ვებ საიტი შენი ბიზნესისთვის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
რა არის Site Up?
Site Up არის Web Features-ის კამპანია, რომლის მიზანია ბიზნესებისა და სტარტაპებისთვის შექმნას შესაძლებლობა, მიიღონ ვებ საიტი სრულიად უფასოდ. კამპანიის ფარგლებში ბიზნესს შევუქმნით 10 000 ლარამდე ღირებულების თანამედროვე, პროფესიონალურ ვებსაიტს სრულიად ჩვენი გუნდის ძალებით.
რატომ ვაკეთებთ ამას?
400+ შესრულებულ ვებ საიტთან ერთად, სამწუხაროდ გვხვდებიან ბიზნესები და სტარტაპები რომლებსაც არ აქვთ საკმარისი რესურსი, რომ შექმნას მაღალი ხარისხის, SEO-ოპტიმიზებული და მობილურზე მორგებული ვებსაიტი. სწორედ ამიტომ ვიწყებთ Site Up კამპანიას, რომ ერთ სტარტაპს/ბიზნესს მივცეთ შესაძლებლობა გააძლიეროს საკუთარი ბრენდი, გაზარდოს ცნობადობა და გაყიდვები ციფრული გზით.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
- მცირე და საშუალო ბიზნესები.
- სტარტაპები, რომლებსაც სჭირდებათ ვებსაიტი განვითარების შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად.
- კომპანიები, რომლებიც მზად არიან გამოიყენონ ციფრული ტექნოლოგიები ზრდისთვის.
როგორ მოხდება გამარჯვებულის გამოვლენა?
გამარჯვებული ბიზნესის შერჩევა და დაჯილდოება გაიმართება WordPress Meetup Georgia 2025 ღონისძიებაზე, 27 სექტემბერს. ჟიურის წარმოადგენენ ინდუსტრიის ექსპერტები და ბიზნეს პროფესიონალები, რომლებიც წარდგენილ კანდიდატებს შეაფასებენ შემდეგი კრიტერიუმებით:
- ბიზნესის პოტენციალი.
- მიზნების რეალისტურობა.
- პროექტის გავლენა ბიზნესის განვითარებაზე.
რას მიიღებს გამარჯვებული?
- სრულფასოვანი ვებსაიტი WordPress ძრავზე სასურველი დიზაინითა და ფუნქციონალით.
- On page SEO ოპტიმიზაცია გამართული ვებ საიტისთვის.
- მორგებული ყველა დევაისზე და ბრაუზერზე.
როგორ მივიღო მონაწილეობა?
შეავსეთ განაცხადი 20 სექტემბრამდე მოცემულ ბმულზე და გაგვიზაირეთ, რატომ სჭირდება თქვენს ბიზნესს ვებსაიტი!
ჩვენი მისია
ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ ბიზნესების ციფრულ ზრდას, გავზარდოთ ტექნოლოგიური განათლება და დავამტკიცოთ, რომ დღეს ვებსაიტი არის აუცილებლობა და არა ფუფუნება.
გამარჯვებული სტარტაპი/ბიზნესი გამოვლინდება WordPress Meetup Georgia 2025-ზე, 27 სექტემბერს